“რამდენჯერმე შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და მუდმივად ვგრძნობდი მისგან მხარდამჭერას გამხნევებითა და გვერდში დგომით,“ _ აღნიშნა ნადარეიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში.
მისი თქმით, ბაჩო ახალაის შეწყალების სურვილი არ ჰქონდა. ამიტომ, პრეზიდენტისათვის შესაბამისი თხოვნით არ მიუმართავს.
ნადარეიშვილის განმარტებით, ბაჩო ახალაის გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერმა ქურდებმა გამოუტანეს, სწორედ ამან გადააწყვეტინა ოჯახს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე პრეზიდენტის 1 წლის წინანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, როდესაც ეს უკანასკნელი დათა ახალაიასთან და საერთოდ ახალაიებთან დისტანცირებს შეეცადა.
ნადარეიშვილის თქმით, სააკაშვილის მხირდან ოჯახი მხოლოდ თანადგომას გრძნობდა.