სამართალდამცველებმა ლევან კ. გორის რაიონის სოფელ ბერბუკთან მდებარე ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 10 აბი „სუბუტექსი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,07913 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა ნარკორეალიზატორის ვინაობა, რომლისგანაც ლევან კ-მ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა. სამართალდამცველებმა რეალიზატორი სოფელ ბერბუკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. თემურ წ-ს პირადი ჩხრეკისას 5 აბი “სუბუტექსი”, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული 76 აბი და 45 ნატეხი “სუბუტექსი” ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,6495 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიება ლევან კ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით), ხოლო თეიმურაზ წ-ს მიმართ – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე (სსსკ–ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).