უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სავედრებელი პარაკლისი მეუფე სერაფიმემ აღავლინა.
პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესმრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი ჯონი აფაქიძე და დევნილი საზოგადეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პარალელურად, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმავე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია ჩატარდა.
ცნობისთვის, წმინდა ბასილისკო პირველი მოწამე იყო, ვინც 308 წელს აფხაზეთში, კერძოდ კომანში აღესრულა.