“მე კარგად ვიცი ეს პრობლემა. ეს ტერიტორია თვითნებურად დაკავებული ტერიტორიაა, ისინი თვითნებურად შესახლებული ხალხია აბაშიძის ხელისუფლების დროს. ეს ტერიტორია ეკუთვნოდა რეგიონალურ ტერიტორიულ სამინისტროს, რომელმაც აუქციონის წესით გაყიდა. ის სახლი, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ სხვის საკუთრებაშია. ახლა, როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა და სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს მოსახლეობას, ეს ადამიანიც გააქტიურდა და საკუთარი ქონების დაბრუნებას ითხოვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სახლში მცხოვრებ ადამიანებს არ უნდა ვუპატრონოთ, გამოსავალი უნდა ინახოს”.
დუმბაძეს მიაჩნია, რომ ყველაზე კარგი გზა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებაა ინვესტორსა და სახლის მობინადრეებს შორის, წინაამღდეგ შემთხვევაში დავა სასამართლომ უნდა გადაწყიტოს.
“ჩვენ მათ დავპირდით დახმარებას, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდშიც ვუთხარი, რომ ისინი უნდა წასულიყვნენ მოლაპარაკებაზე თავად ამ შენობის მფლობელთან. აქ უნდა იქნას გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესი, არ შეიძლება დაიჩაგროს ერთი მხარე მეორის გამართლებით. თუ მოლაპარაკება არ მოხდა ინვესტორსა და იქ მაცხოვრებლებს შორის, აუცილებლად დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოში”.
პარლამენტარის განცხადებით, ეკომიგრანტების ქვეშ საკმაოდ ბუნდოვანი მცნებებია. ასეთი სტატუსი საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობს. დუმბაძის თქმით, ამ საკითხზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფი მუშაობს, რათა განისაზღვროს სტატუსი და დადგინდეს ვინ არიან ეკომიგრანტები.
“აუცილებლად უნდა იქნეს განსაზღვრული სტატუსი. შეიძლება ამ ეტაპზე ათი ოჯახიდან სამი ნამდვილად ეკომიგრანტია, შვიდი კი ქუჩიდან შესახლებული, რომლებსაც დამატებითი ფართები აქვთ. ეკომიგრანტი, ეს არის ადამიანი, რომლესაც შეუძლია მიწასთან ურთიერთობა, მიწის დამუშავება, ჩვენ უნდა შევისწავლოთ თითოეული ოჯახის ისტორია როგორ აღმოჩნდა ის ეკომიგრანტის როლში და ამის მერე უნდა გადაწყდეს რა ღონისძიებები გატარდეს მათ მიმართ”.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას ითხოვს ომბუდსმენი იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც სტიქიის გამო დაკარგეს ყველაფერი, სახლები, ქონება, მაგრამ უკვე წლებია არავითარი სტატუსი და არც დახმარება არ აქვთ. ამ საკითხს სახალხო დამცველის ანგარიშში ერთი თავი მთლიანად ეთმობა. ომბუდსმენი წერს, რომ პრობლემა უმძიმესია.