IDFI-მ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 8 ნოემბრამდე პერიოდში დაფინანსებულ ღონისძიებებზე გაწეულია 2 689 992 ეკვივალენტი ლარის (2 609 878 ლარი, 14 111 ევრო და 18 090 გირვანქა სტერლინგი) ხარჯი. აღნიშნული თანხა გადანაწილებულია 92 ღონისძიების დაფინანსებაზე, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 327 420 ლარი გამოეყო სსიპ “კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს” თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად.
2013 წლის აპრილის თვეში დაფინანსდა 10 ღონისძიება 161 079 ლარის და 1 000 ევროს ოდენობით. მათგან ყველაზე დიდი თანხა 58 410 ლარი გამოეყო შპს “ბრავო რექორდს” ფილარმონიაში შინის კონცერტის ჩასატარებლად.
2013 წლის მაისის თვეში დაფინანსებულ ღონისძიებითა რაოდენობა განისაზღვრა 11-ით, რომლებზეც ერთობლივად გამოყოფილია 242 827 ლარი და 11 490 გირვანქა სტერლინგი. მაისის თვეში დაფინანსებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე დიდი თანხა გამოყოფილია შპს “კინოსტუდია ხომლისთვის” პროექტ “არტარეას” განსახორციელებლად.
2013 წლის ივნისის თვეში 139 293 ლარით სამინისტროს მიერ დაფინანსებულია 10 ღონისძიება, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 31 985 ლარი გამოეყო ააიპ “ასოციაცია ანიკას” პროექტის ხელშეწყობისთვის.
2013 წლის ივლისის თვეში დაფინანსებულია 6 ღონისძიება 179 695 ლარით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 98 435 ლარი გამოეყო ააიპ სტუდია ტელევეზირს პროექტის ხელშეწყობისთვის.
2013 წლის აგვისტოს თვეში 11 ღონისძიება დაფინანსდა 487 450 ლარით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა გამოეყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოწყობისთვის.
2013 წლის სექტემბრის თვეში დაფინანსდა 13 ღონისძიება 589 129 ლარის და 6 600 გირვანქა სტერლინგის ოდენობით. ყველაზე დიდი თანხა გამოეყო ააიპ საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდს პიანისტთა კონკურსის ჩატარებისთვის.
2013 წლის ოქტომბრის თვეში დაფინანსდა ყველაზე მეტი 24 ღონისძიება 719 191 ლარის და 13 111 ევროს ოდენობით, რომელთაგან ყველაზე დიდი თანხა 327 420 ლარი გამოეყო სსიპ “კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს” თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად.
ოქტომბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხით (101 573 ლარი) დაფინანსდა აგრეთვე შპს “გაზეთი იბერია” ლონდონში სამი ქართველი ფოტოჟურნალისტის გამოფენის და დავით მაღრაძის ინგლისურენოვანი თარგმანის პრეზენტაციის მოწყობისთვის.
2013 წლის ნოემბრის თვის მონაცემები მოიცავს მხოლოდ 1 – 8 ნოემბერი პერიოდს, რომლის განმავლობაშიც დაფინანსებულია 7 ღონისძიება 91 215 ლარით. ყველაზე დიდი თანხა 37 000 ლარი გამოყოფილია ააიპ საქველმოქმედო ფონდი ხელოვანები თანადგომისათვის დევნილთა სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით აღნიშნულ პერიოდში 92 ღონისძიებაზე გადანაწილებულია 2 689 992 ლარი.