მხარეებმა შეხვედრაზე შს სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.
საუბრისას მათ ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერები როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს აუარესებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებში ახლახანს დამონტაჟებულ, საზღვრის აღმნიშვნელ ტრაფარეტებზე წარწერით – “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”, რომლებიც ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ გამოჩნდა.