“დღეს მთელი თავისუფალი სამყაროს ყურადღება უკრაინისკენაა მიპყრობილი. მარტო იმიტომ, რომ დღეს უკრაინის ევროპული არჩევანის ბედი წყდება. დღეს უკრაინაში წყდება საქრათველოს, მოლდოვას, ასევე, ევროპის ბედიც. დღეს თავიუსფალმა სამყარომ უნდა გადაწყვიტოს აქვს თუ არა აზრი ერის, როგორც თვითმყოფადი ერთეული თავისუფალი აზრის განოვლინებას. თუ 21-ე საუკუნეში კიდევ უნდა არსებობდნენ სახელმწიფოების იმპერიები, რომლებიც შანტაჟით, ულტიმატუმით, ეკონომიკური ემბარგოთი მოახდინონ გავლენა სახელმწიფოებზე. სწორედ ამიტომ, თავისუფელბასა და მონობას შორის ასეთ ბრძოლაში საქართველომ უნდა გამოხატოს საკუთარი მკვეთრი პოზიცია. ჩვენ მხარდაჭერა უნდა გავმოვუცხადოთ უკრაინელ ხალს და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსაც.
ამავდროულად, ერთმინიშვნელოვანდ უნდა დავგმოთ უკრაინაზე ზეწოლა და ამით დავიცვათ საქართველო მსგავსი გამოვლინებებისგან. საბედნოიეროდ, საქართველომ ბოლო წლებში მოახერხა ნაბიჯები გადაედგა ენერგო დამოუკიდებლოვბისკენ და აღარ ვართ დამოკიდებული ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ საქართველოს ექსპორტ-იმპორტის საფინანსო სისტემა მთლიანად გაგვეთავისუფლებინა რუსეთის გარე ზეგავლენისაგან. ჩვენ შევქმენით საჯარო სამსახური და უსაფრთხოების სისტემა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებას. მაგრამ ამავდროულად, დღეს ჩვენს ქვეყანას ევროპული არჩევანისათვის წამატებულ ბრძოლაში სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, ერთმნიშვნელოვანი თანმიმდევრული საგარეო პოლიტკა, რომელიც გამორიცხავს ყველა კითხვის ნიშანს ჩვენი საგარეო კურსის შესახებ.
დღეს ვფიქრობ, ჩვენ მხარდაჭერა უნდა გამოვხატოთ არა იმიტომ, რომ უკრაინა მოძმე ერია, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენმა ორმა პარტნიორმა სახელმწიფომ ბოლო წლებში პრაქტიკულად, შეცვალა თვაისუფლების რუკა ევროპაში და შეძლო თავისუფალი სამყაროს ყურადღების მიპყრობა ჩვენი რეგიონასადმი. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკრაინამ არნახული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს 2008 წელს, როცა ჩვენ სრული ოკუპაცია გველოდებოდა. ვფიქრობ, დღეს საქართველოს ევროპული არჩევანისათვის ბრძოლის წინა ხაზი გადის სწორედ უკრაინაში. დღეს ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ,” _ განაცხადა უმცირესობის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უმცირესობის დეპუტატებმა განცხადება შეიმუშავეს, რომელიც მიზნად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განმოხმაურებასა და პარტნიორი ქვეყნის მხარადჭერას ისახავს. პლენარული სხდომის შესვენების დროს უმცირესობა და უმრვლესობა ერთად იმსჯელებენ განცხადებაზე.