შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეხმარება მას არაღიარების პოლიტიკის გატარებაში.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე და პოლონეთი კვლავაც განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზეც ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსანდრე პეტრიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ივანე მაჭავარიანი.