საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალენკა ბრატუშეკოს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავება იყო. გიორგი მარგველაშვილმა და ალენკა ბრატუშეკომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.