შეხვედრისას მხარეებმა სახელმწიფოთა შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ანდრუს ანსიპს ესტონეთის მიერ საქართველოსათვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისათვის და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით თანადგომისათვის.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, გამოხატა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში მიიწვია, ხოლო, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტს მომავალი წლის პირველ ნახევარში გეგმავს.