_ მე გუშინ ვთქვი, რომ აუცილებლად წამოვიდოდი გურიაში და ვნახავდი ადგილზე რა მდგომარეობა იყო, გავეცნობოდი სიტუაციას გურიასა და აჭარაში, უამინდობის გამო იყო პრობლემა და შეფერხება გარკვეულ ექსპორტზე, გემები ვერ დადგა პორტში, გუშინ უკვე იდგა გემი და ეს უკვე გაგრძელდება, საერთო ჯამში უკვე 17 000 ტონაზე მეტია, ეს არის ორჯერ მეტი, იგივე პერიოდში, რაც იყო შარშან, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ერთერთ საწარმოში სოფელ ნატანებში, რომელიც არის ახალი საწარმო, სადაც ხდება დაფასოება და მანდარინის ექსპორტი.
_ ბატონო შალვა, გურიის მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყაროა ციტრუსი და თხილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობამ უკვე ციტრუსის მოსავალი იზარალა, მანდარინს ფასი არ ადევს, ისინი ამბობენ რომ წელს გაცილებით უფრო ცუდი შედეგია ვიდრე გასულ წლებში, მოსახლეობა დიდ იმედებს ამყარებდა…
_ როგორ არის იცით? წინა წლებში რა ხდებოდა ეს ყველას ძალიან კარგად გვახხოვს, წელს არის პირველი წელი, როდესაც ხდება ამ დარგის სუბსიდირება, წელს არის ორმაგი მოსავალი, რის პირობებშიც საბაზრო ფასი არის უფრო დაბალი, ვიდრე შარაშან იყო, სწორედ ამიტომ სტანდარტულ მანდარინზე 15 თეთრის ოდენობით მოხდა სუბსიდირება, რომ გლეხმა მიიღოს ის ფასი, რომელიც არის სასურველი. ასევე ქობულეთში არის საწარმო, სადაც მოლაპარაკებები იქნა მიღწეული, ისინი წელს ორჯერ მეტს ჩაიბარებენ, ვიდრე შარშან, შესაბამისად “ენესზეც“ მოხდება 10 თეთრიანი სუბსიდირება.
_ გურიის სოფლების მოსახლეობა ვერ ახერხებს ქობულეთსა თუ ნატანებში მანდარინის რეალიზაციას, ეს ფასი საერთო ჯამში მათ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. მოსახლეობა უკმაყოფილოა და აცხადებენ, რომ გურიას ხელისუფლება ყურადღებას სათანადოდ ვერ აქცევს, ვგულისხმობ აგერთვე თხილსაც, წელს ამ მხრივ ბევრი უკმაყოფილება ისმოდა, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
_ ნუ მიდიან ქობულეთში, აი ნატანები. აქ ჩაბარებულ მანდარინზე გლეხი სუბსიდირების სახით მიიღებს სახელმწიფოსგან 15თეთრს.
_ ბატონო შალვა, არ ფიქრობთ, იმაზე, რომ ხელისუფლებამ ამ მხრივ დააგვიანა?
_ ეს სამუშაო ჩვენ თვეების წინ დავიწყეთ. 36 პუნქტი გაკეთდა აჭარასა და გურიაში. შარშან მაქსიმუმ იყო 15-16 პუნქტი. 20 000 ტონას იღებს ქობულეთის ქარხანა. სუბსიდირება ხდება. თქვენ, რომ მეუბნებით, რომ წინა წლებში უკეთესი პირობები იყოო, წინა წლებში მანდარინზე სუბსიდირება ხდებოდა? პირველად მოხდა შარშან და წელს არის მეორე წელი. როგორც არასტანდარტულის ასევე სტანდარტულის.
_ ბატონო შალვა, თქვენი მოადგილეც იმყოფებოდა გუშინ ამ საწარმოში, უკეთესი ხომ არ იქნებოდა მოსახლეობას შეხვედროდით, უშუალოდ მათგან მოგესმინათ გულისტკივილი ამ მხრივ და გაცნობოდით სოფლებში სიტუაციას?
_ ვიცი და ვაპირებ კიდეც შევხდე მოსახლეობას. მეც და ჩემი მოადგილეებიც ყოველდღიურ რეჟიმში არიან ამ მხრივ და აჭარასა და გურიაში ეს შეხვედრები სულ ხდება.
_ ბატონო შალვა, უშუალოდ თქვენგან, რა ინფორმაცია მივაწოდოთ გურიის მოსახლეობას?
_ მოსახლეობას მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ უამრავი პუნქტები მუშაობს აჭარასა და გურიაში, ხდება მანდარინის მიღება, სტანდარტულ მანდარინზე გასაგებია, რომ ფასი არის უფრო დაბალი ვიდრე შარაშან იყო, ამის გამო მთავრობა მოახდენს სუბსიდირებას 15 თეთრით. გახსნილია რუსეთის ბაზარი და გადის ციტრუსი, ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მანდარინის ექსპორტი მოხდეს.
_ გურიის მოსახელობისგან ხშირად გაიგონებთ ფრაზებს, რა დავაშავეთ გურულებმა, როცა კახეთში ხელისუფელბა ყურძენზე უფრო აკეთებს აქცენტს და ახდენს მეტ სუბსიდირებას? რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ ზუსტად იგივე თემაა. არა ვარ თანახმა ამაზე, როგორც კახეთში მოხდა სუბსიდირება, ზუსტად იგივე ხდება აქ.