ამის მიზეზი აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა, რომელმაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა.
კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ხელმოწერილ ბრძანებაში მითითებულია, რომ უშიკიშვილის გათავისუფლების მიზეზი “ზემოაღნიშნული აუდიტის ანგარიშის პროექტზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობისა და აუდიტის ანგარიშის პროექტზე თავისი ხელმოწერით დასკვნის წარმოდგენისაგან შეგნებულად თავის არიდება” გახდა. (იხ. სტატია)
“გურია ნიუსის” ინფორმაციით ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორად შესაძლოა ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელი, დავით ცინცაძე დაინიშნოს.
_ იყო ამაზე საუბარი. თუმცა, ეს საუბარი ჩემს დაუკითხავად იყო, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას დავით ცინცაძემ.
_ ანუ, შემოთავაზება არსებობს?
_ მოდი ასე ვთქვათ _ არ ვიცი. საუბარი ჩემს გარდა სხვებზეც იყო. ჩემზე იმიტომ, რომ ჩემი და რაიონების ურთიერთობა განსაკუთრებულია.
_ გიორგი უშიკიშვილი ამბობს, რომ მის გათავისუფლებაში ანზორ ერქომაიშვილის ხელი ურევია. თქვენ ერქომაიშვილთან დაახლოებული ფიგურა ხართ. შესაბამისად, ჩვენი ინფორმაცია, რომ ამ თანამდებობას თქვენ დაიკავებთ არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. მით უმეტეს, რომ შემოთავაზების არსებობას თქვენც ადასტურებთ...
_ მე მგონია რომ ეს არასწორია. მის გათავისუფლებაში უამრავი, ათასობით ადამიანის ხელი ურევია და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ღირსეულად ვერ მართა ეს სამსახური. ერქომაიშვილთან ახლობლობას ვადასტურებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ის მართავს, ან ვინმეს ცხოვრებაში ჩაერევა, ან ასე შემდეგ. შემოთავაზება ვისგან არსებობს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერქომაიშვილიდან არა და ვერც იქნება, რადგან ის არ წყვეტს ამას. ეს არის რაიონების სურვილი, რომ მე ვიყო ამ თანამდებობაზე. რაც შეეხება თქვენს აზრს, არ ვეთანხმები, ვუარყოფ, რომ ასეა, გარდა ჩემი და მისი ახლობლობისა, _ გვითხრა ცინცაძემ.
მისივე თქმით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ბორდის ტიპის მმართველობა იქნება:
_ მე რაც ვიცი და რისი თქმაც შემიძია ის არის, რომ ბორდის ტიპის მმართველობა იქნება. თუმცა, დირექტორიც ეყოლება. ამაზე, ცოტა მოგვიანებით მინისტრი ისაუბრებს, _ დაგვიზუსტა ცინცაძემ.
“გურია ნიუსი” ანზორ ერქომაიშვილთან დაკავშრებასაც შეეცადა, თუმცა მისი ტელეფონი გამორთულია.