პრობლემის მოგვარება არც ამ ხელისუფლების დროს ხერხდება ეფექტურად. ნებისმიერი წვიმის დროს მოსახლეობას მისასვლელი გზა ეტბორება და გადაადგილება უჭირთ.
დღეს ამ არხში აუდის მარკის ავტომობილი ჩავარდა. როგორც სიკო დოლიძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, მძღოლი პირველად იყო ამ ადგილას მოსული, ვერ დაინახა ამოთხრილი არხი და შიგ ჩავარდა. ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას “გურია ნიუსი” ამ პრობლემის შესახებ რამდენჯერმე დაუკავშირდა და მათგან ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი ისმის: “ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება”.
სიკო დოლიძის ქუჩის მცხოვრებლები კი ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და დაწყებული საქმე ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროულად უნდა მოაგვაროს.