რომელიც ეხება საპროცესო მხარის უფლებას მოწმის პირველად დაკითხვა მოითხოვოს სასამართლოში.
“საზოგადოება იმედით იყო განწყობილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში განსახორციელებელი იმ ცვლილებების გამო, რომელიც დაცვის მხარეს აძლევს შესაძლებლობას დაცვის მხარის მოწმეების პირველი დაკითხვა მოახდინოს სასამართლო პროცესზე. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დამკვიდრების პროცესში, თუმცა როგორც გავრცელებული ინფორმაციით ცხადი ხდება, შესაძლებელია ეს საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედება 2 წლით გადაიდოს, რაც სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც ავტომატურად ნიშნავს საზოგადოების დატოვებას სათანადო დაცვის უფლების გარეშე. ეს პროცესები უარყოფითად აისახება სამართლიანი მართლმსაჯულების იმ პრინციპის დაცვაზე, რომლის ვალდებულება საქართველომ აიღო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და სხვა საერთაშორისო აქტების ფარგლებში. ეს საკითხი საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც საქართველომ მოახდინა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და აიღო მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვალდებულება ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად. ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდება აღებულ ვალდებულებებს და არ დაუშვებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფუნდამენტური მნიშვნელობის ცვლილებების ამოქმედების გადავადებას კიდევ ორი წლის ვადით და საზოგადოებას არ დატოვებს სამართლიანი მართლმსაჯულების უფლების გარეშე”, – ნათქვამია გიორგი თევზაძის განცხადებაში.