ცვლილებების თანახმად, კანონით განსაზღვრული სუბიექტების მიერ ნდობის ჯგუფში დასახელებული პირების წარდგენის შემდეგ, ნდობის ჯგუფშის შემადგენლობას ცნობად მიიღებს პარლამენტი, რაც გაფორმდება საოქმო ჩანაწერით. დღეს მოქმედი რედაქციით, ნდობის ჯგუფის შემადგენლობას პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით და კენჭისყრა ტარდება პერსონალურად. ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს უმცირესობის მონაწილეობას ნდობის ჯგუფის მუშაობაში. პროექტის თანხმად, ნდობის ჯგუფის აპარატის დაკომპლექტება აღარ მოხდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებისგან. კანონპროექტის განხილვის დროს, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხათუნა გოგორიშვილის წინადადებით, ცვლილება შევიდა ნდობის ჯგუფის შემადგენლობის დაკომპლექტების წესში. კერძოდ, ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში შევა 5 წევრი, რომელთაგან ერთი – პარლმენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იქნება, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი- მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, ერთი უმცირესობის წევრი და ერთი უმრავლესობისა და უმცირესობის მიღმა დარჩენილი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ საკუთარი რიგებიდან წარდგენილი პარლამენტის წევრი. მოქმედი ნორმით, ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარდგენილი მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, ხოლო ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved