_ მგონი დროა საჯარო სამსახურში ნასამართლევთა მოძიება დავიწყოთ, ერთი-ორი ნასამართლევი გამომძალველი ან მომპარავი როგორ არ უნდა იყოს ოჯახში, პრეზიდენტის ადმინისტრაციით დავიწყოთ.
საჯარო სამსახურში ნასამართლევ პირთა საკითხზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ პრობლემის საწყისის ძიება კანონიდან უნდა დავიწყოთ. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი სამსახურში მისაღებად წარსადგენ დოკუმენტების ჩამონათვალში ვერ ვხვდებით ცნობას ნასამართლობის შესახებ (სხვა საკითხია, რომ მაინც ითხოვენ, მაგრამ წარდგენის ვალდებულებას კანონი კანდიდატს არ აკისრებს). ამასთან, კანონში უკვე აღარ არის ჩანაწერი, რომ კანდიდატი დებს ხელწერილს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც კანდიდატს დაავალდებულებდა არ დაემალა ნასამართლობის ფაქტი, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.