სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ქსნის № 15 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ს.ყ. ფარულად დაეუფლა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და ასევე პირადი მოხმარებისთვის ფარულად გადასცა ამავე დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ კ. მ.–ს.
საქმე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.