“223-ე პრიმა მუხლის გადახედვის ინიციატივაც კი საფრთხის შემცველია. წლების მანძილზე ათობით პოლიციელი დაიღუპა ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის დროს და ამას სამწუხაროდ შსს-ს მეტი არც არავინ აღნიშნავს. წლების წინ ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტული იყო არა მშობელი, არა მეცნიერი ან ბიზნესმენი, რომელიც მის გვერდით ცხოვრობდა, არამედ კანონიერი ქურდი, რომელიც არაფერს აკეთებდა, იჯდა და საქმეებს არჩევდა, აი ამან დიდი დაღი დაასვა ჩვენს საზოგადოებას და მრავალი ახალგაზრდა გახდა ქურდული გარჩევების მსხვერპლი. კანონიერი ქურდი განმარტებულია, როგორც ქურდული სამყაროს წევრი. ყურადღებას იქცევს თვით ქურდული სამყარო, ეს არის პირთა ერთობლიობა, რომელიც მოქმედებს ქურდული გარჩევების გზით, დაშინებით, რეკეტით, არასრულწლოვანების თავიანთ საქმიანობაში ჩაბმით მიზნის მისაღწევად. ისინი საზოგადოებისთვის კარგს არაფერს აკეთებენ, მათი კანონის მიხედვით საკუთარი სამშობლოს დასაცავად იარაღის ხელში აღებაც კი არ შეუძლიათ. მათი პირველი საქმიანობაა რეკეტი, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის წართმევა, მაღაზიებიდან ე.წ. ქურდული წილის მიღება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს ეს პრობლემები და თუ დღეს ვინმეს სჭირდება ამ მუხლის გადახედვა ან ამოღება, ისევ და ისევ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს და ხელისდამფარებლებს”.
ქადაგიძის განცხადებით, დსთ-ს მასშტაბით დაფიქსირებულია 1000 კანონიერი ქურდი და აქედან 500 საქართველოს მოქალაქეა. მისი თქმით საფრთხეები უკვე თვალსაჩინოა.
“ამ მუხლის გადახედვის საფრთხეები უკვე ჩანს. სასჯელაღსრულების სისტემაში გაჩნდნენ მაყურებლები. უკვე წლებია ამ სამყაროს ბრძოლა გამოუცხადეს ევროპის ქვეყნებმა და დაკავებულია ათეულობით კანონიერი ქურდი, მათ შორის საქართველოშიც. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და კიდევ ვიმეორებ, 223-ე პრიმა მუხლის არათუ ამოღება, გადახედვაც კი საფრთხის შემცველია”.
ქადაგიძე მიესალმება საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომ ეს მუხლის არც გადაიხედბა და არც არასდროს მოხდება მისი შეცვლა-გაუქმება.