სამართალდამცველებმა ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 99,38 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით).