2013 წლის დეკემბერში 2013 წლის ნოემბერთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
სამთომოპოვებითი მრეწველობა: საანგარიშო პერიოდში ფასები შემცირდა 8,6 პროცენტით, რაც პროცენტული ცვლილების მთლიან მაჩვენებელში -0,43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა 12,7 პროცენტით ქვესექციაზე სამთომოპოვებითი მრეწველობა, სათბობ-ენერგეტიკული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარდა;
დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 0,4 პროცენტით და, შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0,32 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვესექციაზე: საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (1,8 პროცენტი); ფასები შემცირდა ქიმიურ წარმოებაზე (-8,6 პროცენტი);
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე:
დამამუშავებელი მრეწველობა: საანგარიშო პერიოდში ფასები შემცირდა 4,4 პროცენტით და პროცენტული ცვლილების წლიურ მაჩვენებელში -3,61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (-9,5 პროცენტი) და დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოებაზე (-8,6 პროცენტი);
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები შემცირდა 3,9 პროცენტით, რაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელზე -0,55 პროცენტული პუნქტით აისახა.