საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2004 წლის 22 იანვრის №22/6 ბრძანებაში” ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაციის ცვლილება განახორციელა. შედეგად, ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამკურნალო საშუალებები რეცეპტის გარეშე არ გაიცემა.
ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებთან, რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დავით მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამკურნალო საშუალებების ნუსხას” დაემატა ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დესქტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (გარდა სიროფებისა), ზოპოკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდი, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ფარმაცევტული პროდუქტების II ჯგუფს. არსებული ცვლილებების საფუძველზე, ისინი გადატანილი იქნა I ჯგუფში და დაექვემდებარება უფრო მკაცრს კონტროლს”.
მაჭარაშვილმა ცვლილების მიზეზად, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების შემცველი ფარმაცევტული პროდუქტის არა მიზნობრივი გამოყენება არა თერაპიული დოზებით, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად დაასახელა. აღნიშნა, რომ მათი უკანონო ბრუნვა და ბოროტად გამოყენება სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.