რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიისა და საქართველოს მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებული პროექტები, რომლებიც 2014 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მოიცავს სოფ. ოზურგეთი-მელექედური-დვაბზუს ადგილობრივი მნიშვნელობის 0,7 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაციას; “მერია-თხინვალი-თხინვალის ჩაის ფაბრიკა” ადგილობრივი მნიშვნელობის 2,6 კმ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას; მერიის თემი-კონჭკათის თემის ადგილობრივი მნიშვნელობის 6,5 კმ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას; ასკანის თემის სასმელი წყლის სისტემის 6 კმ სიგრძის ძირითადი მაგისტრალის მოწყობას; წმინდა გიორგის ქუჩა – ექადიის სასაფლაოს 1 კმ გზის რეაბილიტაციას; საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზისა და ქ.ოზურგეთი-ლიხაურის თემის ადგილობრივი მნიშვნელობის გზის დამაკავშირებელი გზის 1,5 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტულობა თავად განსაზღვრა და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარუდგინა.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.