მათ შორის, დაგეგმილია საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია სოფლებში: სადმელი, ნიკორწმინდა, ჭრებლო, წესი, ხვანჭკარა, ურავი, ხიდიკარი, ლიხეთი, ბუგეული, და ქალაქ ამბროლაურში. ასევე ახალი საბავშვო ბაღები აშენდება სოფლებში: ბოსტანი, ჭყვიში და ჭელიაღელი.
გარდა ამისა, გამოყოფილი თანხით რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლიხეთის, ჭრებალოს, ხოტევის, საკეციას, სხვავის და ხიმშის (ჭიჭინაძეების უბანი) წყალსადენის ქსელებს. წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა ხარისთვალას დასახლებაშიც, ხოლო სოფელ წესში ჩატარდება სამარაგო აუზის დამცავი სამუშაოები.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.