ამ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ისინი ტყვიებით მიყენებული ჭრილობებისგან დაიღუპნენ. პროკურორის განცხადებით მათი სხეულები ნაპოვნი იქნა ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, შეტაკების ადგილთან ახლოს. ექიმების თქმით, ერთ-ერთ გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა, ხოლო ერთი სნაიპერისგან ნასროლი ტყვიით არის მკვდარი.
პრემიერმა აზაროვმა ეს ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ პოლიცია ნამდვილ საბრძოლო იარაღს არ ატარებდა.
_ მათ არ ჰქონდათ ეს აღჭურვილობა, შესაბამისად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომიტინგეები პოლიციის მიერ ნასროლი ტყვიით დაიღუპნენ, სიმართლეს არ შეესაბამება, _ ამბობს პრემიერი.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი აქტივისტი სტადიონის სახურავიდან გადმოვარდნის დროს მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
“ესენი არიან პირველი მსხვერპლი ნოემბრის შემდეგ დაწყებული პროტესტის, მთავრობის მიერ ევროკავშირთან დაგეგმილი შეთანხმების დარღვევის გამო.” _ წერს ბიბისი.
კიევში შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ პროტესტანტების კარვები დაშალა.