“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ახლად დაარსებულ არასამთავრობოს კადაფის დაქვემდებარებაში არსებულ არასამთავრობო “ჯამახირიას” ადარებს და აცხადებს, რომ “მოქალაქის” დაფუძნება “ქართლი ოცნების” რეიტინგის ვარდნამ განაპირობა.
“ივანიშვილს სურს საქართველო დაახლოებით ისეთი მოდელით მართოს, რა მოდელითაც კადაფიმართავდა თავის ქვეყანას. იქ არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჯამახირია”, რომლის ლიდერიც კადაფიიყო. ივანიშვილის ახალი გამოხტომა “ოცნების” რეიტინგის დიდ ვარდნას უკავშირდება და ახლა სურს წინასაარჩევნოდ ხალხს ისევ ყალბი ილუზია შეუქმნას და როგორმე აწიოს პრემიებზე და ჯიპებდედაგეშილი მთავრობის რეიტინგი. მაგრამ ახლა ვინ ჭამს მაგას?”, _ აცხადებს გუგავა.
“ქრიასტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა საკმაოდ დააგვიანა სამოქალაქო სექტორში გადასვლა და ახლა ცდილობს ნელ-ნელა შეეპაროს თემას.
“საკმაოდ გვიან მოხდა ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადაბარგება. საინტერესოა რა პოზიცია ექნებოდა მას, როგორც არასამთავრობოს წარმომადგენელს იმ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა კრიმინალი მთავარი პროკურორის თანამდებობიდანგადადგომის მოთხოვნა, ან ვიდეო ჩანაწერებისგანადგურება მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. კარგად გვახსოვს ივანიშვილის დაპირება-თუხელისუფლების მხრიდან რაიმე გადაცდენას ექნებოდა ადგილი, ის მკაცრად გააკრიტიკებდა მათ, მაგრამ სწორედ ამ გადაცდომებისდროს არ იყო სამოქალაქოსექტორში”.
ახვლედიანი აცხადებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი დღეს ფაქტობრივად ერთ ფრონტზე იბრძვის, მაგრამ ამ ბრძოლაში ჯერ-ჯერობით არ ჩანს ივანიშვილის არასამთავრობოს გარკვეული პოზიცია.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილი ერთგული დარჩა თავისი დაპირების-გადავიდოდა სამოქალაქო სექტორში. მისი თქმით მხოლოდ ეს ნაბიჯი არ არის საკმარისი და ახლა საჭიროა ყველამ დაინახოს რამდენად ეფექტური იქნება ახალი არასამთავრობოს კონტროლი ხელისუფლებაზე.
“რამდენად ეფექტური იქნება ამ არასამთავრობოს კონტროლი ხელისუფლებაზე ამას განაპირობებს ჩვენს მიერ ყველა იმ აუცილებელ საკითხებში დასმულ კითხვებზე პასუხის მიღებაში მათი სოლიდარობა. თუ ეს ორგანიზაცია მხარს დაუჭერს სხვა არასამთავრობოების მოთხოვნებს და იქნება პირველი რუპორი პასუხების მიღების და მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად, მაშინ ვიტყვი, რომ ეფექტური და გამართლებულია მისი დაარსება, თუ მისი პოზიცია იქნება წაყრუების, მაშინ “მოქალაქე” იქნება ხელისუფლების სახელისუფლებო დანამატი კულისებიდან”.