კობახიძე აცხადებს, რომ დღეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც არ არის მხოლოდ უკრაინის შიდა საქმე, რადგან ეს პროცესები განვრცობადია და მთელ ევროპას ეხება. კობახიძის თქმით, ეს პროცესები ეცხება პირველ რიგში საქართველოს, რადგან ჩვენი ქვეყანა თავისი პრობლემებით ახლოს დგას იმ პრობლემებთან, რაც უკრაინას გააჩნია.
“ჩვენი პარტია გმობს უკრაინის ხელისუფლების მოქმედებას და პასუხისმგებლობას კიევის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებზე იანუკოვიჩსვაკისრებთ. ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლებას კრიზისის დაძლევის ყველა ბერკეტი გააჩნია და უკრაინის ხელისუფლება ვალდებულია აღკვეთოს ეს პრობლემები. მინდა ყურადღება გავამახვილო განცხადებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.”ქართულ ოცნებას” ამ დროის განმავლობაში ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და ბევრი მცდარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მაგრამ ამ განცხადებამ ყველაფერი გადაფარა. ეს არის უღირსებო გადაწყვეტილება, სამარცხვინო ნაბიჯი, რადგან აღნიშნულ განცხადებას “ოცნება” ხელს აწერს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად. როდესაც ლაპარაკია, რომ უნდა დაიგმოს ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენება, წარმოუდგენელია არ გაიხსენო ის სასტიკი ძალადობა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება სჩადიოდა. 26 მაისს აქციის მონაწილეებს თავდაცვის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ და ჩაკეტილები იყვნენ, ამის გათვალისწინებით აღნიშნულ განცხადებაზე მათი ერთობლივი ხელმოწერა რბილად რომ ვთქვათ სამარცხვინია,განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ისევ სააკაშვილია, გენერალური მდივანი-მერაბიშვილიდა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი მათ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე”.
გიორგი კობახიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყო ანტიდემოკრატიულობის და ანტიდასავლურობის მაგალითი და როცა დემოკრატიაზეა ლაპარაკი, იქ მათი ხსენება წარმოუდგენელია. კობახიძის თქმით ამ განცხადებაზე ხელმოწერა ის ლაქაა, რომელსაც “ქართული ოცნება” ვერ ჩამოირეცხავს.
“ჩვენ ყველანი ისევ და ისევ ვრწმუნდებით, რომ “ქართული ოცნება” ნაციონალური მოძრაობის” კარნახით მოქმედებს. მუდმივად აქვს შიში, თუ როგორ აღიქვამენ და რა შეფასებებს მისცემენ ხელისუფების გადაწყვეტილებას “ნაციონალები”. ეს ჩანს მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან”.


































































