ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივი, დავით იმნაძე, რომლის ადგილზეც გოჩა ჟღენტის ყოფილი მოადგილე გია ბოლქვაძე გადაიყვანეს, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწედ დაინიშნა.
შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს უფროსმა გოჩა ჟღენტმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციები “გურია ნიუსთან“ დაადასტურა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში უფროს აკაკი მაისურაძესა და მის მოადგილე ზაზა დოლიძის შორის პიროვნული დაპირისპირებაა, რაც მათი სამუშაო ინტერესების არ დამთხვევაა, განსაკუთრებით ამან პიკს, რამდენიმე დღის წინ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოში ჩატარებული თათბირის შემდეგ მიაღწია.
ჩვენ დავუკავშირდით, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროს აკაკი მაისურაძეს მოადგილე ზაზა დოლიძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
_ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია? სამსახურთან დაკავშირებით რაც შეიძლება, კომენტარს ნამდვილად ვერ გაგიკეთებთ, მოულოდნელი შეკითხვა იყო ჩემთვის ეს, იმიტომ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება,
_ ბატონო ზაზა, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოში რამდენიმე დღის წინ თათბირი იყო, სადაც იყო ამ თემაზე საუბარი, არც ამ ინფორმაციას არ ადასტურებ? შემიძლია დაგიკონკრეტო..
_ არა. ახლა დავალებაზე ვიმყოფები, ჩემს ირგვლივ ხალხი ტრიალებს, არ ვთვლი საჭიროდ, რომ საუბარი გავაგრძელო, იმიტომ, რომ რა მოხდა და ვინ რას საიდან ამბობს, მე კომენტარს ვერ გაგიკეთებთ, რა მაპატიეთ. მე და კოკა მაისურაძე მეგობრები ვართ.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსთან” არ დაადასტურა ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსმა აკაკი მაისურაძემ