https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საბჭოთა იმპერიის დანატოვარი ვალი და “მაგიური შიში”, რომელიც ამუნჯებს

22:01; 28.01.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით ფინანსურ დახმარებას 2002 წლიდან იღებს. ამის საფუძველი კონკორდატია – ხელშეკრულება სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომლის საფუძველზეც საპატრიარქომ, ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, 2002-დან 2013 წლამდე 200 მილიონი ლარი მიიღო. ამას გარდა, საკმაოდ დიდი ჩამონათვალია იმ უძრავ-მოძრავი ქონებისა, რომელიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ეკლესიას გადასცა.

კონკორდატის მიხედვით სახელმწიფომ მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე 1921-90 წლებში ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივი კომპენსირების ვალდებულება აიღო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არც სახელმწიფოსა და არც საპატრიარქოს მიერ ზარალის ოდენობა ამ დრომდე არ დათვლილა. შესაბამისად, უცნობია, როდემდე და რამდენი უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

რაც შეეხება მთავრობის მიერ შერჩეულ 4 რელიგიურ მიმდინარეობას, ასევე, უცნობია, როგორ დაითვლება და განისაზღვრება ის მატერიალური ზიანი, რაც მათ საბჭოთა იმპერიის პირობებში მიადგათ.

27 იანვარს პრემიერმა ღარიბაშვილმა ერთგვარი ნიშნის მოგებით განაცხადა, რომ მედიით გავრცელებული “სპეკულაციები”, თითქოს “ქართული ოცნების” მმართველობის დროს რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტები გახშირდა, სიცრუეა და არგუმენტად დამატებით კიდევ 4 რელიგიური კონფესიის დაფინანსება დაასახელა:
“არათუ ჩვენი მთავრობის დროს გართულდა რაიმე, არამედ პირიქით, მხოლოდ გაუმჯობესება გვაქვს ამ მიმართულებით და გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიების მიმართ”.

რამდენად შესაძლებელია, რომ საზოგადოებას ჭელაში ან თუნდაც ციხის ძირში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებების მსგავსი ინცინდენტები დამატებით 4 რელიგიური მიმდინარეობის დაფინანსებამ აარიდოს, რთული სათქმელია. თუმცა, ის ფაქტი, რომ სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთი კი არა, 4 რელიგიური მიმდინარეობა დაფინანსდება, საქართველოს, საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ალბათ, შედარებით დემოკრატიულს წარმოაჩენს. ეს კი ევროპის გზაზე, მოახლოებული სამიტების წინ, სწორედაც რომ მისწრებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი რელიგიური მიმდინარეობები, ასევე, საქართველოს საპატრიარქოც, დაფინანსების შესახებ ინფორმაციას მყისიერი კმაყოფილებით შეხვდნენ და ინიციატივა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც მოიწონეს, მთავრობის განცხადებას კრიტიკოსებიც საკმაოდ გამოუჩნდნენ. პოლიტიკოსების, თეოლოგებისა თუ სასულიერო პირთა ნაწილი სიახლეს არათუ უარყოფითად აფასებს, ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან რელიგიური მიმდინარეობების დაფინანსების წინააღმდეგაც გამოდის.

“ზოგადად, საქართველოს მოქალაქე არ არის ვალდებული გადაუხადოს ვინმეს, თუ ეს მის ინტერესებში არ შედის, მაგრამ თუ სახელმწიფოს ინტერესია, მაშინ ეს ყველას ინტერესია.
მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება(კონკორდატი) არასწორია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. არ შეიძლება, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ასეთი შეთანხმება არსებობდეს,” _ ამბობს “გურია ნიუსთან” რელიგური საკითხების ექსპერტი, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ზაზა თევზაძე.

“ბევრს მიაჩნდა, რომ ეს პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა. მაშინ პოლიტიკოსების ძალიან დიდმა ნაწილმა, პარლამენტართა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი კონკორდატის გაფორმებას. ჩემი აზრით, ეს თავისთავად სისულელე იყო, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს კონტრაქტი მომავალში გადაისინჯოს. თუმცა, არ ვიცი, რამდენად იქნება მზად ჩვენი საზოგადოება იმისთვის, რომ საერთოდ ამაზე ლაპარაკი გაბედოს, რადგან ხალხი იმდენადაა დაშინებული რაღაც მაგიური შიშით, ვერ ბედავენ ამ საკითხზე ხმა ამოიღონ,” _ ამბობს დეკანოზი ზაზა თევზაძე.

იგი კონკორდატის შექმნის მოტივზე საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ თუ მართლმადიდებლურ ეკლესიას სახელმწიფო კომპენსაციას უხდის, იმავე მიზეზით სხვა რელიგიურ მიმდინარეობებსაც უნდა უხდიდეს, რამდენადაც საბჭოთა იმპერიის პირობებში ისინიც დაზარალდნენ. ამგვარად იგი მთავრობის ინიციატივის ლოგიკურობას უსვამს ხაზს.
თუმცა, ამავდროულად აღნიშნავს, რომ ისიც საკამათოა, რამდენად არის საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე საქართველოს რესპუბლიკა.
დეკანოზი სახელმწიფოს მიერ რელიგიური მიმდინარეობებისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის მონიტორინგის აუცილებლობაზეც საუბრობს.

“გამჭვირვალე უნდა იყოს, რაში იხარჯება ეს თანხა. მაგალითად, ბევრი კითხვა იბადება იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც ვთქვათ, ეკლესიას გააჩნია. თუნდაც, უამრავი კერძო საეკლესიო მაღაზია, რომელიც არცერთ გადასახადს არ ექვემდებარება… არავინ არ იცის ეს თანხები ვის ჯიბეში მიდის, სად იხარჯება, საიდან შემოდის და ა.შ.
ასევე, საპატრიარქო საერთოდ არ ხარჯავს ფულს სოციალურ საკითხებზე. გარდა ამისა, ყველას კარგად ახსოვს 21 ათას-დოლარიანი საათი, რომელიც საპატრიარქომ ბიძინა ივანიშვილისთვის შეიძინა. როგორ შეიძლება ამაში თანხები დაიხარჯოს? საპატრიარქო რომელი კომერციული ორგანიზაციაა, რომ ეს გააკეთოს?! ეს სრულიად გაუმართლებელია. ჯერ ერთი, რაში სჭირდება ივანიშვილს ის საათი, როდესაც მილიარდები აქვს.
რა თქმა უნდა, არ არის ეს ჯანსაღი სიტუაცია. სახელმწიფო თუ გასცემს ფულს, უნდა გააკონტროლოს კიდეც, რადგან ეს ბადებს დიდ კორუფციას და ვნებს ზოგადად საზოგადოებას,” _ უთხრა “გურია ნიუსს” დეკანოზმა ზაზა თევზაძემ.

თანხის ხარჯვის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძეც.
“თუ სახელმწიფო აფინანსებს ნებისმიერ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რა ტიპის საქმიანობასა და ინსტიტუტზეა საუბარი, ეს არის საბიუჯეტო სახსრები და ცხადია, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს რაში და როგორ იხარჯება ეს თანხები. მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ სახელმწიფო რელიგიურ ორგანიზაციებს საერთოდ არ უნდა აფინანსებდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის მიზეზად საბჭოთა იმპერიის პირობებში ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციისთვის მიყენებული ზიანს ასახელებენ.

ეს საფუძველშივე არასწორია, რადგან ქართული სახელმწიფო არანაირად არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე, რომელიც საბჭოთა იმპერიამ ამა თუ იმ ინსტიტუტს მიაყენა. იმიტომ, რომ ამ პრინციპით თუ გავყვებით საქართველოში დღეს უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა წინაპრებმაც ძალიან დიდი ზარალი ნახეს ასევე საბჭოთა იმპერიული რუსეთისგან. ეს დანაკარგი იყო ხშირ შემთხვევაში სიცოცხლე და ქონება. მაშინ ამავე პრინციპით თუ მივყვებით, ქართულმა სახელმწიფომ ამ ყველაფრის კომპენსირება უნდა მოახდინოს. ქართული სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ ვინმეს კომპენსაცია გადაუხადოს იმის გამო, რაც არ ჩაუდენია. უბრალოდ, მას ამის რესურსი არ გააჩნია,” _ ამბობს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი.

მისივე თქმით, რელიგია და სახელმწიფო უნდა იყოს ერთმანეთისგან განცალკევებული. სახელმწიფო ისევე არ უნდა ერეოდეს რელიგიურ საქმეებში, როგორც რელიგიური ორგანიზაციები არ უნდა ერეოდნენ საერო საკითხებში.
“როდესაც მათ შორის ჩნდება ფინანსური ურთიერთობები, ჩემი აზრით, ეს ყოველთვის პრობლემატურია. ამიტომ, მე ამას არასდროს არ მივესალმები.
გარდა ამისა, ეს არ არის სამართლიანი, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც მიეკუთვნებიან განსხვავებულ კონფესიებს, ასევე, ცხოვრობენ ათეისტებიც და თუ ვინმეს რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების სურვილი აქვს, იქნება ეს მართლმადიდებლური თუ სხვა ნებისმიერი კონფესიის მიმდევარი, ამის გაკეთება შეუძლია ნებაყოფლობით. ამისთვის აუცილებელი არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფოდეს,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ზურაბ ჯაფარიძემ.

რელიგიური კონფესიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგია თეოლოგი ბასილ კობახიძეც. თუმცა, იმ საკულტო შენობების რემონტსა და დაცვას, რომლებიც ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ, აგრეთვე რელიგიური ორგანიზაციების სოციალური, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო თუ სხვა პროექტების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

“სახელმწიფო ბიუჯეტიდან მრავალმილიონიანი დაფინანსების მიღება უპირველეს ყოვლისა სრული ამორალურობაა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან და ეს უპირველეს ყოვლისა თვითონ მართლმადიდებელ ქრისტიანებში უნდა იწვევდეს პროტესტს. რაც შეეხება მთავრობის განცხადებას კიდევ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის: კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიების, მუსლიმური და იუდიური თემების დაფინანსების შესახებ, აქ ჩვენ არსებულ რეალობას უნდა შევხედოთ და თავი არ უნდა მოვიტყუოთ ამა ქვეყნის ძლიერთა ბრტყელ-ბრტყელი დეკლარაციებით.

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის განცხადებას მყისიერად დაეთანხმა საპატრიარქო. ეს ნიშნავს, რომ არსებობდა წინასწარი მოლაპარაკება ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის ამ საკითხზე. რეალურად საქართველო არის არა სეკულარული, საერო სახელმწიფო, არამედ კონფესიური, სადაც მთავარი პოლიტიკური მოთამაშე არის მართლმადიდებელი ეკლესია და მთელი საზოგადოება და უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება, მის დაკრულზე ცეკვავს. კიდევ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ნიშნავს შემდეგს: საპატრიარქო, სამწუხაროდ, აქამდეც იყენებდა აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციებს, როგორც საკუთარი შავრაზმული განცხადებების მხარდამჭერებს.

პარალელურად, უკვე მრავალი წელია, საპატრიარქო ახორციელებს პერმანენტულ დევნას, ზეწოლას და დაშინებას კონკრეტულად ამ ოთხ რელიგიურ ორგანიზაციაზე, ისევე, როგორც სხვა რელიგიურ უმცირესობებზე. საპატრიარქოს თანხმობით მათი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ახლა უკვე სრულად ჩააგდებს ამ ოთხ რელიგიურ ორგანიზაციას საპატრიარქოს კლანჭებში და მის მარიონეტებად გადააქცევს. გარდა ამისა, კიდევ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება იქნება ლეღვის ფოთოლი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კიდევ უფრო დიდი თანხების მიღების,” _ განუცხადა “გურია ნიუსს” ბასილ კობახიძემ.

 

“იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, მოხდებოდა აღნიშნული კონკორდატის გადახედვა. ვიმედოვნებდი, რომ ახალ ხელისუფალთ აღმოაჩნდებოდათ საკმარისი გამბედაობა. თუმცა, ამ ბოლო ინფორმაციამ გამოააშკარავა, რომ არა თუ გადახედვას უნდა ველოდეთ, არამედ უფრო შორს მიდიან, ვიდრე წინა მთავრობა,” _ აღნიშნავს “გურია ნიუსთან” საუბრისას თეოლოგი მიშა სონღულაშვილი.

იგი მიიჩნევს, რომ “ვინაიდან, განსაკუთრებით კი ბოლო ხანს, საპატრიარქოს დაფინანსება საკმაო კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა, ჩვენი ხელისუფალნი იძულებულნი გახდნენ რეაგირება მოეხდინათ ამ საკითხზე და გამოსავალიც მრავალმხრივ ხელსაყრელი გამონახეს”.

“ერთი მხრივ, ამ გზით მათ შეეძლებათ დააფინანსონ საპატრიარქო და გაანეიტრალონ კრიტიკის ძირითადი წყარო. მეორე მხრივ – თუ აღნიშნული 4 რელიგია თუ კონფესია დათანხმდება ამ შეთავაზებას, ეს ერთგვარ გამიჯვნას გამოიწვევს მათსა და იმ რელიგიურ ჯგუფებს შორის, რომელიც ამ ნუსხაში ვერ მოექცნენ.
რაც შეეხება დაფინანსების საჭიროებას, და განსაკუთრებით ამ ფორმით, ყოვლად მიუღებლად ვთვლი და იმედს ვიტოვებ, რომ უარს იტყვიან ეს ჯგუფები ამ დაფინანსებაზე… იმის მიუხედავადაც კი, თუ დაფინანსებას ყველა რელიგიურ ჯგუფზე გამოიყოფენ,” _ უთხრა “გურია ნიუსს” თეოლოგმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

გიორგი ჩხაიძე: "ის, რაც დღეს აიპ-ებში ხდება, მინიმუმ, უპასუხისმგებლობაა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო