რის მიხედვითაც “დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს პირი,” რომელიც: ა)არასრულწლოვანი პირი, რომელიც დაბადების მომენტისთვის მისი ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე; ბ)საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული არასრულწლოვანი პირი – თუ მისი ორივე მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს.გ)საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე. დ)საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული არასრულწლოვანი პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.”
რამდენად აქვს საქართველოს მთავრობას შესწავლილი ის რისკები და საფრთხეები, რაც შესაძლოა “საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ” კანონში ცვლილებებს მოყვეს?
“გურია ნიუსთან”იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ თუ საკანონმდებლო ორგანო ამ კანონს მიიღებს, საქართველო გახდება სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების სავანე.
_ ბატონო ლევან, დაბადებით საქართველოს მოქალაქეობასმოიპოვებს (ბ)საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორულიგანაყოფიერების(სუროგაციის)გზით დაბადებული არასრულწლოვანი პირი – თუ მისი ორივე მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს – ეს მუხლი საქართველოს მოქალაქეობას აწესრიგებს, თუ უცხოელი მოქალაქისთვის ამარტივებს გარკვეულ პროცედურებს?
_საქართველოს მოქალაქეებს ეს პრობლემა არც აქვთ და არც ექნებათ, შესაბამისად კანონის ცვლილების ამ მიზნით შეცვლა საჭირო არ არის – ეს მუხლი უცხოელი მოქალაქეების პრობლემას აგვარებს. საქართველოს ხელისუფლება გლობალური და ჯერ-ჯერობით ერთგვაროვნად გადაუჭრელი პრობლემის ლოკალურად მოგვარებას ცდილობს: საქართველო გახდება სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების სავანე.”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო “გურია ნიუსთან” სუროგაციასთან და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს:
_ რაც შეეხება სუროგაციას და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ეს კანონმდებლობა გადასახედია რამდენიმე პუნქტის გამო. პირველი ის, რომ მე მქონდა შეხვედრა ევროკავშირის რამდენიმე წევრი და არაწევრი ქვეყნის ელჩებთან, რომლებიც სერიოზულ შეშფოთებას და წუხილს გამოხატავენ იმის გამო, რომ საქართველოში შეინიშნებოდა, საბედნიეროდ ერთეული და არ ტენდენცია, არალეგალური სუროგაციის. ჩამოდიოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ხდებოდა სუროგატული ბავშვის დაბადება. ფაქტობრივად, ამ პროცესს არალეგალური ბავშვების ტრეფიკინგის ნიშნები ჰქონდა. უკვე რამდენიმე თვეა, ინტენსიურად ვთანამშრომლობთ იუსტიციის სამინისტროსთან იმისთვის, რომ ეს კანონმდებლობა დაიხვეწოს და არალეგალური დაინტერესება ქართული გენის ექსპორტით აღიკვეთოს და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცეს.
რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივას, იყო შემთხვევები, როდესაც მშობლები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სუროგატული გზით დაბადებულ ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე, ან საერთოდ შვილად აყვანაზე უარს აცხადებდნენ და ჩნდებოდა საკანონმდებლო ვაკუუმი. როდესაც სუროგატული გზით გაჩენილი ბავშვები არცერთი ქვეყნის მოქალაქე არ იყო. სწორედ ამ პარადოქსული ვაკუუმის ამოვსებას ეძღვნება ეს საკანონმდებლო ინიციატივა. თუმცა ეს პროცესი ამითი არ მთავრდება. ეს არის მოცულობითი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და იმედია ეფექტურად დასრულდება.
რამ გამოიწვია “საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისშესახებ” კანონში ცვლილებების აუცილებლობა? იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე განმარტავს:
“პირველ რიგში, ეს კანონი ბევრად ამარტივებს გარკვეულ, მაგალითად სისხლის პრინციპს. თუ ბავშვის მშობელი დაბადების მომენტისთვის არის საქართველოს მოქალაქე, ბავშვი ავტომატურად შეიძენს საქართველოს მოქალაქეობას. ეს არის მთავარი სისხლის პრინციპი, რომელიც აქ არის გაწერილი. მაგრამ, აქ არსებობს ჩადებული ნიადაგის პრინციპი. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი, თუ მისი მშობლების სტატუსი განმსაზღვრელია, ან მისი მშობლების მოქალაქეობის არცერთი ქვეყანა ბავშვს არ ცნობს თავის მოქალაქედ, მაშინ ისიც ჩაითვლება საქართველოს მოქალაქედ. აქ ძალიან ბევრი სიახლე არის ჩადებული ისეთი, რომელიც ქართულ კანონმდებლობას მოიყვანს საერთაშორისო კონვენციებთან. მაგალითად, გაეროს 1961 წლის კონვენციასთან მოქალაქეობის არ მქონე პირთა შემცირების შესახებ. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო სამართლით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, ადამიანი არ დარჩეს მოქალაქეობის გარეშე. ეს მთელი რიგი ფაქტორები ამ მხრივ აქ არის გათვალისწინებული. მაგალითად, შემოდის ე.წ. პირობა დადებული პრეზიდენტის ბრძანებულების ინსტიტუტი.
თუ პირი გადის საქართველოს მოქალაქეობიდან, ის არ გავა საქართველოს მოქალაქეობიდან მანამდე, სანამ არ იარსებებს დოკუმენტი, რომ რომელიმე უცხო ქვეყანამ მიიღო ის თავისი ქვეყნის მოქალაქედ. არცერთი წუთი, წამი არ შეიძლება პირი დარჩეს მოქალაქეობის გარეშე. ძალიან სერიოზული სიახლეა, რაც დაკავშირებული იყო თავის დროზე პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებით ბიძინა ივანიშვილისთვის, ფაქტიურად საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით. ამ კანონში არ არის პუნქტი, რომლის თანახმად მოქალაქეობა მინიჭებული პირი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას თუ მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.
თუ პირს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, როგორც ამას ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, რამდენი ქვეყნის მოქალაქეც არ უნდა გახდეს პირი, იგი საქართველოს მოქალაქეობას არ დაკარგავს.
არის ბევრი სხვა სიახლეც. მაგრამ, რადგან სუროგაციასთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვა, აქაც ვიტყვი. ბავშვი სუროგაცის (ექსტრაკორპორული) ჩასახვის გზით თუ არის დაბადებული გახდება საქართველოს მოქალაქე თუ მისი მშობლების სახელმწიფოებმა უარი თქვეს მის მოქალაქედ მიღებაზე.”