პროექტის პარტნიორებია “ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი” და ქალაქ ბათუმის მერია.
ეს იყო რიგით მეცხრე ღონისძიება. კონკურსის ორგანიზატორია პოეტი და საზოგადო მოღვაწე ზაზა ფირცხალაიშვილი.
წელს კონკურსში დაახლოებით 100 მონაწილე იღებდა მონაწილეობას.
კონკურსი ცალ-ცალკე ჩატარდა პოეზიაში და პროზაში. პროზაში წარდგენილი ნამუშევრებისთვის აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ ნაწარმოებში ზუსტად 100 სიტყვა უნდა გამოყენებულიყო.
კონკურსის ჟიური საკმაოდ კომპეტენტური წევრებისგან იყო დაკომპლექტებული: მაია სარიშვილი, გურამ ოდიშარია, გელა დაიაური, რეზო გეთიაშვილი, ფრიდონ ქარდავა, დათო ტურაშვილი, ლევან ღვინჯილია.
კონკურსის საპატიო სტუმარი გახლდათ პაატა ტეტუნაშვილი, რომელმაც საუკეთესო მკითხველებს “სანო-სტუდიის” სახელით გადასცა “სანოსტუდიისა” და გოგი ხარაბაძის ერთობლივი პროექტი _ ელექტრონული ბიბლიოთეკა.
გამარჯვებულთათვის დაწესებული იყო ფულადი პრიზები: I ადგილი – 800 ლარი; II ადგილი – 600 ლარი; III ადგილი – 400 ლარი.
კონკურსში ადგილები ასე გადანაწილდა:
პროზა: I ადგილი _ “წერილი”, მანუჩარ მეგრელიშვილი; I I ადგილი _ “სად ცხოვრობს ზორო”, ნინო გუგეშაშვილი; I I I ადგილი _ არმენ არუთინოვი
პოეზია: I ადგილი _ “დედა”, ლაშა ბაბილუა; I I ადგილი _ “ორჯერ დამარხვის ბალადა”, ბექა ახალაია, I I I ადგილი _ “ქარის კაცი”, ქეთი დიდიშვილი.