გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ხვდებოდნენ შსს აკადემია და “მართვე”.
დაძაბული ბრძოლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი შსს აკადემია გახდა.
ჯერ კიდევ მეოთხედფინალიდან, გუნდის საუკეთესო მოთამაშედ ლევან გოგოლაძე მიიჩნეოდა _ ის ბათუმში გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში 20 ქულითა და 15 შედეგიანი გადაცემით საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ფინალზე კი ისევ გამოიჩინა თავი და 16 წლამდე კალათბურთელთა შორის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ნორჩი სპორტსმენი საქართველოს ნაკრების წევრიცაა _ ლევანი საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
“გურია ნიუსი” ლევან გოგოლაძეს დაუკავშირდა.
_ ლევან, რომელი წლიდან დაიწყე კალათბურთზე სიარული?
_ კალათბურთის თამაში 7 წლიდან დავიწყე. დავდიოდი საკალათბურთო კლუბ “ორბში” და დღემდე ვვარჯიშობ.
_ ახლა რომელ გუნდში თამაშობ?
_ ამჟამად ვთამაშობ შსს აკადემიის გუნდში. ამავე დროს ვარ საქართველოს ნაკრების წევრი.
_ რომელ სკოლაში სწავლობ?
_ თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში.
_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი? რაიმე შემოთავაზებები გაქვს?
_ აუცილებლად გავხდები პროფესიონალი კალათბურთელი. ამ ეტაპზე საზღვარგარეთიდან შემოთავაზებები არ მაქვს. სამომავლოდ რა იქნება, ჯერ არ ვიცი. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვითამაშებ საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე.