„ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ემსახურება 17 მაისის მოვლენების გადაფარვას.
ვანო მერაბიშვილის დაკავება მსგავსი საფუძვლით, ცოტა არ იყოს, არასერიოზულად გამოიყურება, ისევე როგორც მისი დაკითხვებზე ტარება იმის გასარკვევად, ვინ იყო ის _ ივანე მერაბიშვილი თუ ლევან მაისურაძე.
ამ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ, ვისაუბრო ვანო მერაბიშვილის დამნაშავეობაზე ან უდანაშაულობაზე, რადგან ვთვლი, რომ მერაბიშვილის დღევანდელი დაკავება არ უნდა იქცეს მორიგ შოუდ და არ უნდა გახდეს მისი პიარის საფუძველი, ასევე 17 მაისის მოვლენების გადაფარვის მიზეზი“, _ ამბობს თეა თუთბერიძე.