https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არის თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციაში

9:05; 27.05.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გამონაკლისი არც ჩოხატაურია, სადაც ახალი ხელისუფლების გამგებელს თანაგუნდელების ნაწილი ყოფილ მმართველ გუნდთან გარიგებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ თამაზ ჯინჭარაძე “ნაციონალების” დასაქმებითაა დაკავებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებების ადრესატი _ გამგებელი, კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის პირველი პირი არ არის, თუმცა, საზოგადოებას ამის მოსმენა ნაკლებად უნდა.

ასეა თუ ისე, ჩოხატაურში ამ ეტაპზე მთავარ თემად “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” თანაცხოვრება რჩება. ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები თამაზ ჯინჭარაძემ ცოტა ხნის წინ გააცნო ჩვენს მკითხველს. ამჯერად, შევეცადეთ საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის შეხედულებები გაგვეგო.

_ ბატონო ანტონ, ახალ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაციას როგორ ახერხებთ?

_ 28 წელია ვმუშაობ ჩოხატაურში. ამ ხნის მანძილზე ოთხჯერ შეიცვალა ხელისუფლება. სადაც ვმუშაობდი, ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმალურად დავხარჯულიყავი ჩემი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაციით. ახალ ხელისუფლებასთან რაიმე პრობლემა არ მაქვს. მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას კანონშესაბამის ფარგლებში.

_ არჩევნებიდან თითქმის 8 თვე გავიდა… როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

_ ამ პერიოდში დამტკიცდა მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი, გახორციელდა საკადრო ცვლილებები გამგეობის სამსახურებში, მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კოორდინაციული მუშაობა ცენტრალურ სტრუქტურებთან მუნიციპალიტეტის პრობლემატურ საკითხებზე.

_ ჩოხატაურის საკრებულო იყო ერთ-ერთი პირველი მთელ საქართველოში, სადაც არჩევნებიდან მეხუთე დღეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” დაიშალა, რამაც თქვენი ერთიანი გუნდის მითი დაამსხვრია. ეს რისი ბრალი იყო? ჩოხატაურის საკრებულოს მედროვე დეპუტატები ჰყავს თუ რამე სხვა პრობლემაა?

_ ეს მარტო ჩოხატაურში არ მომხდარა. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და თვითონ განსაზღვრავს თავის ადგილს პოლიტიკაში თუ სხვა სფეროში.

_ ხართ თუ არა ამჟამად ოპოზიციაში?

_ მე ვარ მოსახლეობის მიერ არჩეული საკრებულოს წევრი და საკრებულოს მიერ არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულო იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და არა რომელიმე პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. პიროვნულად, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, იყოს რომელიმე პარტიული ორგანიზაციის წევრი ან მხარდამჭერი, მაგრამ ამან მის საქმიანობაზე არ უნდა იმოქმედოს და ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიმართული მუნიციპალიტეტის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

_ პრემიების თემას მინდა შევეხოთ… ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ ბოლო წლებში რამდენჯერმე აიღეთ პრემია თქვენ და საკრებულოს სხვა წევრებმაც, მაშინ, როცა თქვენი ხელფასი 2 000 ლარზე მეტია. პრემიების აღება დისკომფორტს სულ არ გიქმნით იმ ფონზე, როცა თქვენს ირგვლივ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია?

_ ხელფასები და პრემიები რეგულირდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ. საბიუჯეტო კანონით 2013 წელს განისაზღვრა 13 თვის სახელფასო ანაზღაურება, მათ შორის ერთი თვე პრემიების სახით. პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გახორციელდა საჯარო მოხელეების ხელფასის ზედა ზღვრის გაზრდა. ოთხ-ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ჩოხატაურში, ხელფასი არ გაზრდილა, იმიტომ, რომ ფინანსური საშუალება არ გამოინახა. შეუძლებელია დისკომფორტს არ განიცდიდე, როცა შენს გვერდით ამდენი დაუსაქმებელი, ეკონომიურად შეჭირვებული ადამიანია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა დასაქმებულს ადეკვატური ხელფასი უნდა ჰქონდეს, ასევე უნდა გაიზარდოს დასაქმებულთა რიცხვი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით. ქვეყნის განვითარებასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემებიც მოგვარდება.

_ ამბობთ, რომ მხოლოდ ერთ თვის პრემია უნდა გაცემულიყო, ამავე დროს აღნიშნავთ, რომ განიცდით ამდენი გაჭირვებული და დაუსაქმებელი ადამიანის ყოფას… რატომ აიღეთ გასულ წელს რამდენიმეჯერ პრემია?

_ 2012 წელს განსაზღვრული იყო პრემიის ორჯერ გაცემა, 2013 წლის შესახებ კი უკვე გითხარით.

_ სოფლის მეურნეობის სამსახური ამბობს, რომ ხვნის პროცესის შეფერხებაში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს, ერთ-ერთ ასეთ მაგალითად კი სოფელი საჭამიასერი დასახელდა, რომლის მაჟორიტარიც თქვენ ბრძანდებით. რატომ ვერ მოახერხეთ, მინიმუმ, თქვენს სოფელში მაინც მოგეგვარებინათ ეს პრობლემა და სხვა დეპუტატის ჩარევის გარეშე დაგეკმაყოფილებინათ თქვენი თანასოფლელების ინტერესები?

_ სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს “მექანიზატორი”. პროგრამის გახორციელების პროცესში, 2013 წლის გაზაფხულიდან, ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილი სერვისცენტრი, რომლის თანამშრომლები სამინისტროს მიერ კონკურსის წესით იქნენ არჩეული. ჩემთვის გაუგებარია და გასაკვირი სერვისცენტრის ხელმძღვანელის მიერ გამოთქმული მოსაზრება საბოტაჟის შესახებ, თუ ეს ნამდვილად ასე ითქვა. ეს სერიოზული ბრალდებაა, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და შესაძლო საბოტაჟის შემთხვევაში მკაცრად დაისაჯონ ამ საბოტაჟის ორგანიზატორები.

რაც შეეხება საჭამიასერის თემას, ვინაიდან შპს “მექანიზატორს” არ ჰყავდა საკმარისი ტექნიკა მიწის დამუშავებისთვის, სოფლის რწმუნებულთან ერთად შეთანხმებულები ვიყავით, რომ სოფელში მცხოვრები კერძო ტრაქტორების მფლობელები გააფორმებდნენ ხელშეკრულებას “მექანიზატორთან” და დაიწყებდნენ მუშაობას. ბოლო მომენტში ჩემთვის უცნობი მიზეზებით, მათ უარი განაცხადეს. უცნობია, ასევე, შემდგომში რა პირობებით დაეთანხმნენ ისინი დავით შარაშიძეს პროგრამაში მონაწილეობაზე.

_ კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის პირველი პირი თქვენ ბრძანდებით. რეალობაშიც ასეა თუ ახალმა ხელისუფლებამ ძალაუფლება ჩამოგართვათ?

_ საქართველოს კანონით “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი არის საკრებულოს თავმჯდომარე. ჯერჯერობით, რაიმე ცვლილება კანონში ამ მიმართულებით არ გახორციელებულა.

_ როგორც გაირკვა, მხოლოდ ორი აიპ-ის ხელმძღვანელს და რამდენიმე თანამშრომელს ხელფასები მოემატათ… აიპ-ების ზედამხედველობა ხომ გევალებათ და ეს ორგანიზაციები თქვენი დაფუძნებულები ხომ არიან?

_ მიმაჩნია, რომ აიპ-ის თანამშრომლების ხელფასები ძალიან დაბალია და უნდა გაიზარდოს. ეს შეიძლება ეტაპობრივად გახორციელდეს და რა თქმა უნდა, ყოველგვარი პარტიული ინტერესების გარეშე. აღნიშნულ საკითხს საკრებულო განიხილავს ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. აგვისტოდან იგეგმება საჯარო სამსახურების ოპტიმიზაცია და კონკურსების ჩატარება. კონკურსი ობიექტურად შეარჩევს პროფესიონალ მუშაკებს, არანაირად არ იქნება გათვალისწინებული პარტიული კუთვნილება და ნათესაური კავშირები.

_ თქვენს პოლიტიკურ შეცდომად რას მიიჩნევთ?

_ ყველა გადაწყვეტილებას დიდი ფიქრის შემდეგ ვიღებ. ვცდილობ, ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკუთარ პიროვნებასთან კონფლიქტში არ მოდიოდეს, ამიტომ, მიმაჩნია, რომ არანაირი პოლიტიკური შეცდომა არ დამიშვია.

_ საკრებულოს თავმჯდომარეობამდე საავადმყოფოს ხელმძღვანელი იყავით, შესაბამისად, კარგად იცით მედპერსონალის პრობლემების შესახებ. თქვენგან ბევრი დაპირება გვახსოვს, რომ კომპანია “ადითის” მიერ შექმნილ პრობლემებს მოაგვარებდით. თუმცა, ეს დაპირება სხვაბის მსგავსად, დაპირებად დარჩა… რა იყო ამის მიზეზი და ახლა თუ მუშაობთ ამ მართლაც მძიმე საკითხის გადასაჭრელად?

_ მედპერსონალის პრობლემები ჩემთვის კარგად არის ცნობილი და გასაგები მიზეზების გამო მტკივნეულიცაა. საავადმყოფოს გასხვისებიდან რამდენიმე თვეში ნათელი იყო, რომ კომპანია “ადითი” აღებულ ვალდებულებებს თავს ვერ ართმევდა. მე მუდმივად ვაყენებდი საქმის კურსში და მქონდა კონსულტაციები შესაბამის სტრუქტურებთან. შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების დაპირება ჩემგან არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნული პრობლემა გასცდა ჩემი კომპეტენციის ფარგლებს.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა მადლობა ვუთხრა გაზეთ “გურია ნიუსს” მედპერსონალის მხარდაჭერისა და საგაზეთო პუბლიკაციებში მათი პრობლემების მრავალჯერ გაშუქებისათვის.

ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ამ პრობლემის გადასაწყვეტად. მე პირადად კი, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს სამედიცინო დაწესებულება უნდა გადავიდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში.

_ “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო დაპირებები უხვად ჰქონდა. თქვენი გადასახედიდან, ახალი ძალა დგას თუ არა დაპირებების შესრულების გზაზე?

_ ყველა ხელისუფლება ცდილობს დაპირებები შეასრულოს. სასურველია, ეს გახორციელდეს დროში გაწერილი გეგმის მიხედვით. ადგილობრივი ხელისუფლება მიესალმება და მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ყველა კარგ პროექტს, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობისკენ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მოსახლეობის პროტესტი და გამგებლის მიმართვა _ "თუ მომისმენთ, არ დაიხრჩობით!"

"სერტიფიცირებულ პროვოკატორები" მედიისთვის" _ უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის კომენტარი ბრალდებებზე

ყველა სიახლე

მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო