წიგნის პრეზენტაციის გარდა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების მიერ “დედე გორდუს” მოტივების მიხედვით, ტილოზე შესრულებული ნამუშევრები.
დავით უსუფაშვილმა მოწვეულ სტუმრებსა დამოუკიდებლობის დღე პირადად მიულოცა: “დამოუკიდებლლობის დღე ყველა ქვეყნისათვის უდიდესი დღესასწაულია. მე ვიზიარებ ამ ერის დღესასწაულს. ჩემთვის დიდი პატივია, აზერბაიჯანის ხალხს დამოუკიდებლობის დღე _ 28 მაისი მივულოცო. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ მეგობარ ქვეყანას ვუსურვებ წარმატებებსა და წინსვლას იმ დიდ ოჯახთან ერთად, რასაც კავკასია ჰქვია,” _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი.