და საჭიროა პროკურატურა დაინტერესდეს იმ ამბებით, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია.
დეპუტატი 7 ნოემბერს თავის გატაცების ფაქტს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამ საქმით პროკურატურა არასდროს დაინტერესებულა:
“ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, საკმარისი არ არის მხოლოდ მერაბიშვილის დაკავება. მე მაინტერესებს მოხდება თუ არა 7 ნოემბრის ამბების გამოძიება, როდის გამოიძიებს სამართალდამცველები გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეებს. შემიძლია მაგალითად 2007 წლის 7 ნომბერი მოვიყვანო, როდესაც მე უცნობმა ტიპებმა გამიტაცეს გორში. დღემდე არ დაინტერესებულა პროკურატურა, ვინ იყო ამის დამკვეთი და შემსრულებელი. სამართლიანობა საქართველოში ვერ აღდგება მხოლოდ მერაბიშვილის დაკავებით, უნდა იქნას გამოძიებული ის გახმაურებული მკვლელობები და გატაცებები, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში ხდებოდა. პროკურატურას მოვუწოდებ, დროზე დაინტერესდეს აღნიშნული გახმაურებული თემებით,“ _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა.