ჩოხატაურელ მოჭადრაკეთა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა და გარდამავალი თასით დაჯილდოვდა.
ჩოხატაურელთა ღირსებას იცავდნენ გამოცდილი მოჭადრაკეები: ამირან ბერძენიშვილი, გივი ქორიძე, ზეინაბ ხვედელიძე, კარლო ცხომელიძე, ზურაბ კობიძე (გუნდის მწვრთნელი _ ნუგზარ მგელაძე). ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რაც ჭადრაკის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ანდღულაძის დამსახურებაა.
ჩოხატაურელთა ტურნირში მონაწილეობას ხელი შეუწყო და ორგანიზება გაუწია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და სპორტის განვითარების ცენტრმა.