– ასეთია მეცნიერთა ჯგუფის დასკვნა, რომელმაც ბაკურიანის ტყეებში შექმნილი მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური ექსპედიცია მოაწყო.
აღნიშნულ საკითხზე დღეს, 6 ივნისს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ღია გარმოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივასთან (OECI) ერთად, სამუშაო შეხვედრას მართავს. კურორტის პრობლემატიკაზე სახელმწიფო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ. შეხვედრა ბაკურიანში გაიმართება.
ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორის, ხათუნა ხმალაძის განცხადებით, ბაკურიანის პრობლემაზე კონსულტაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. “მნიშვნელოვანია, რომ პროცესით კერძო სექტორიც დაინტერესდა. დიდი ინტერესია მედია-ორგანიზაციების მხრიდანაც. მიმდინარეობს მუშაობა სამი დამოუკიდებელი ფილმის პროექტზე, რამაც ბაკურიანს საზოგადოებაში თავისი მნიშვნელობა უნდა დაუბრუნოს და ხელისუფლებისთვისაც პრიორიტეტული გახადოს,” – აცხადებს ხათუნა ხმალაძე.
ბაკურიანის გარდა, საფრთხის წინაშეა საკურორტო ტყეები მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული რესურსის მართვის დღევანდელი პრაქტიკა სრულ შეუსაბამობაშია ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტებთან. მდგომარეობა განსაკუთრებით დაამძიმა 2010–2011 წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რამაც, ფაქტობრივად, საკურორტო ტყეების შეუზღუდავი გაჩეხვა დააკანონა, _ ნათქვამია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის _ CENN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.