პროექტის განხორციელების მიზნით, მსოფლიო ბანკი შეღავათიანი პირობებით გამოყოფს დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, საიდანაც 38 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), ხოლოდაახლოებით 37 მილიონამდე აშშ დოლარს – მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA). ეს არის უახლესი ინვესტიცია ამ მაგისტრალის აღდგენის პროგრამაში, რომელიც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის განახლებისთვის იქნა გამოყოფილი.
ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მსოფლიო ბანკის მხრიდან-მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი კერალიმ.
“აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული საგზაო არტერიაა. საქართველოს მთავრობა აფასებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის საშუალებითაც აქტიურად გრძელდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. აღნიშნული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოზიციების გაძლიერებას, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას და ამოსახლეობისკეთილდღეობას” – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.