ტერაქტის შედეგად გარდაცვლილები არიან:კაპრალი _ ორთავაძე თეიმურაზი, კაპრალი _ ადამოვი გიორგი, რიგითი _ გურგენაშვილი ზურაბი, რიგითი _ ნარინდოშვილი მიხეილ, რიგითი _ ცუგოშვილი ბორისი, რიგითი _ სულხანიშვილი ზვიადი, რიგითი _ ღუჭაშვილი გიორგი მოყოლილია ნანგრევებში.
რაც შეეხება დაჭრილებს გაერთიანებული შტაბის უფროსის ირაკლი ძნელაძის განცხადებით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
“მიუხედავად ამ თავდასხმებისა ქართველი სამხედროები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ საერთაშორისო მისიაში,არიან სრულ მზადყოფნაში და ბოლომდე შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანას”- განაცხადა ძნელაძემ თავდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.