https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ

9:06; 7.06.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ 2013 წლის წლის 5 ივნისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით 3-ის წინააღმდეგ, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისათვის წარსადგენად მიიღო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი, რომელიც ეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესს. ჩვენ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც მხარი არ დავუჭირეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ საბჭოს უმრავლესობამ ან საერთოდ არ განმარტა ანდა არასწორად განმარტა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ის დებულებები, რომლებიც საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნებს ეხება.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის მიერ მოწონებული ცვლილებებისა და დამატებების პროექტი არ იძლევა დეტალურ და მკაფიო განმარტებებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევნები. რეგლამენტის ცვლილებების პროექტში მხოლოდ გადმოწერილია “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის ზოგადი დებულებები არჩევნების ჩატარების წესის შესახებ. რეგლამენტის არსი და დანიშნულება სწორედ ის არის, რომ განავრცოს ორგანული კანონის მითითებები – მაგალითად, დაადგინოს კანდიდატთა დასახელების წესი, მათი არჩევის თანამიმდევრობა და სხვა აუცილებელი დეტალები, რასაც საბჭოს უმრავლესობის მიერ დამტკიცებულ პროექტში ვერსად ვპოულობთ. ეს გარემოება რეგლამენტს არასრულყოფილად და ხარვეზიანად აქცევს, რაც თავის მხრივ აზრთა სხვადასხვაობას და დავას გამოიწვევს მისი გამოყენებისას.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ საბჭოს წევრების უმრავლესობას აშკარად არასწორად ესმის “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის დებულებები, რომლებიც საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესს ადგენს. მართალია, მათი მოსაზრებები პროექტში პირდაპირ ასახული არ არის, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე საბჭოს წევრთა არჩევნები საბჭოს დღევანდელი უმრავლესობის არსებითად მცდარი ინტერპრეტაციების შესაბამისად ჩატარდება.

კერძოდ, მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის განხილვისას, საბჭოს უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი თითქოს უკრძალავს მოსამართლეებს, რომლებსაც არ უკავიათ სასამართლოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, კენჭი იყარონ საბჭოს იმ სამი წევრის თანამდებობაზე, რომლებიც, აღნიშნული ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი არიან, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. სინამდვილეში ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება როგორც “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის შესაბამის ნორმებს, ისე კონსტიტუციური სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აღიარებულ პრინციპებს.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად:

“(…) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან სამზე მეტი არ შეიძლება იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე”.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამბობს:

“საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ 3 მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც, ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი არიან, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს კანდიდატებს დანარჩენი 5 მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც უფლებამოსილი არ არიან, შეითავსონ რომელიმე ასეთი თანამდებობა. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრის, სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არა აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობა, წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ იმ 3 წევრის თანამდებობაზე, რომლებსაც უფლება აქვთ, შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, წევრად არჩევის მსურველთა რაოდენობა სამზე ნაკლებია, ან კენჭისყრის შედეგად სამზე ნაკლებმა წევრმა დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, ვაკანტურ ადგილზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.”

სადავო არ არის, რომ ციტირებული ნორმები ერთმანეთისგან მიჯნავს, ერთი მხრივ, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ასარჩევ მოსამართლე წევრთა იმ სამ ადგილს, რომლებზეც არჩეულ პირებს შეუძლიათ საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა და, მეორე მხრივ, იმ ხუთ ადგილს, რომლებზე არჩეულ პირებსაც თანამდებობათა ამგვარი შეთავსება არ შეუძლიათ. სრულიად აშკარაა ისიც, რომ კონფერენცია ვალდებულია, ცალ-ცალკე უყაროს კენჭი კანდიდატებს აღნიშნული სამი და ხუთი ადგილის დასაკავებლად, მაგრამ არაფერია ციტირებულ ნორმებში ან ორგანული კანონის რომელიმე სხვა დებულებაში ისეთი, რომელიც აფიქრებინებდა ნეიტრალურ პირს, რომ თანამდებობრივი შეთავსების უფლებით აღჭურვილ სამ ადგილზე ნებადართულია კენჭი იყარონ მხოლოდ იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც კენჭისყრის დროს სასამართლოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავიათ. კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობებს, რომლებზეც პირს შეუძლია ან არ შეუძლია შეითავსოს საბჭოს წევრისა და პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობები. მაგრამ კანონი ერთმანეთისგან არ მიჯნავს პირებს, რომლებიც არჩევნების დროს იმყოფებიან ან არ იმყოფებიან სასამართლოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე და იგი არსად მიუთითებს, რომ თავმჯდომარის თანამდებობაზე მყოფ პირს შეუძლია კენჭი იყაროს შეთავსების უფლების მქონე 3 ადგილზე, ხოლო მას, ვისაც მოცემულ მომენტში ასეთი თანამდებობა არ უკავია, აღნიშნულ 3 ადგილზე კენჭისყრა არ შეუძლია.

სინამდვილეში, ორგანული კანონის თანახმად, ამ სამ ადგილზეც, რომელზეც თანამდებობრივი შეთავსება შესაძლებელია და იმ ხუთ ადგილზეც, რომელზეც შეთავსება აკრძალულია, კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოსამართლეს, როგორც სასამართლოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეს, ისე ასეთ თანამდებობაზე არმყოფს. განსხვავება ის არის, რომ პირველ სამთაგან რომელიმე ადგილზე არჩეულ პირს, თუ მას უკავია სასამართლოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, შეუძლია შეითავსოს თავმჯდომარისა და საბჭოს წევრის თანამდებობები, ხოლო დანარჩენ ხუთ ადგილზე არჩეულ პირებს უწყდებათ თავმჯდომარის უფლებამოსილება და ისინი მხოლოდ საბჭოს წევრებად რჩებიან. სწორედ ასე უნდა იქნას ინტერპრეტირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევის წესთან დაკავშირებული დებულებები მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტშიც. ბუნებრივია, რომ ორივე შემთხვევაში სწორია შებრუნებული მსჯელობაც: პირს, რომელიც აირჩა შეთავსების უფლების მქონე ადგილზე და არჩევის დროს არ არის სასამართლოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე, არაფერი უშლის ხელს, რომ მომავალში დაინიშნოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარედ და, ამასთანავე, შეინარჩუნოს საბჭოს წევრის თანამდებობაც; მაშინ, როდესაც პირს, რომელიც აირჩა თანამდებობრივი შეთავსების უფლების არმქონე საბჭოს წევრის თანამდებობაზე, უფლება არ ექნება დაინიშნოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზეც, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეუწყდება საბჭოს წევრობა.

საბჭოს უმრავლესობის პოზიციაში აშკარად იკვეთება ის მცდარი მოსაზრებაც, თითქოს “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესი იმის შესახებ, რომ “მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან სამზე მეტი არ შეიძლება იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე”, სასამართლოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეებისათვის იუსტიციის საბჭოს წევრობის კვოტას ადგენდეს, რაც სავალდებულოს ხდის, რომ საბჭოს მოსამართლე წევრთაგან 3 აუცილებლად პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე იყოს. სინამდვილეში აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეთა იუსტიციის საბჭოს წევრად ყოფნის რაოდენობრივ ლიმიტს; კერძოდ ადგენს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრთაგან მხოლოდ 3 შეიძლება იმავდროულად იყოს სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, რაც იმას არ ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს 3 წევრი აუცილებლად უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლების აღნიშნული თანამდებობის პირი.

ჩვენი მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან, რომელსაც განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რადგან იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევნებში მონაწილეობისას ერთგვაროვან უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს ყველა მოსამართლეს, განურჩევლად იმისა, უკავია თუ არა მას სასამართლოს პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებდით მდგომარეობას, როდესაც პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს მიეცემოდათ უფლება კენჭი ეყარათ როგორც შეთავსების უფლების მქონე ადგილებზე, ისე ამგვარი უფლების გარეშე ადგილებზეც, მაშინ, როდესაც მოსამართლეთა კორპუსის დანარჩენ წევრებს მხოლოდ შეთავსების უფლების გარეშე ადგილებზე კენჭისყრის უფლება დარჩებოდათ. კერძოდ, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეებს, რომელთა რიცხვი საქართველოში სულ 11-ია, შეეძლებოდათ კენჭი ეყარათ – ექსკლუზიურად – როგორც პირველ 3 ადგილზე, ისე დანარჩენ 5 ადგილზეც, ხოლო დანარჩენ 229 მოსამართლეს მხოლოდ 5 ადგილზე ექნებოდა ბრძოლის შესაძლებლობა. ამგვარი მიდგომა იქნებოდა სრულიად აშკარა დისკრიმინაცია, რასაც კრძალავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი და მე-12 ოქმი, აგრეთვე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სხვა აქტები.

ამდენად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის მიერ საბჭოს 2013 წლის 05 ივნისის სხდომაზე გამოხატული პოზიცია იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის წესთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ეწინააღმდეგება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის სულისკვეთებას და ცალკეულ ნორმებს, არამედ იგი არსებითად დისკრიმინაციულია და უსამართლოდ აყენებს მოსამართლეთა მცირე ჯგუფს აშკარად უპირატეს მდგომარეობაში ყველა სხვა მოსამართლის მიმართ, რაც დაუშვებელია და შესაბამისად, აღნიშნული პოზიცია არ უნდა გაიზიაროს მოსამართლეთა კონფერენციამ.

მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევნები უნდა ჩაატაროს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის და მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტის შესაბამისი დებულებების სწორი ინტერპრეტაციის პირობებში, რაც იმას გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ყველა თანამდებობაზე კენჭისყრის უფლება თანაბრად გააჩნია საქართველოს ყველა მოსამართლეს, მიუხედავად იმისა უკავია თუ არა მას ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლო ხელისუფლებაში, რაც შეესაბამება არჩევნების სამართლიანობის და თანასწორობის საერთაშორისო სტანდარტებს.

აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, მოსამართლეთა კონფერენციას განსახილველად წარვუდგენთ “საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენის” მე-6 მუხლის ალტერნატიულ პროექტს, _ აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მეთოდები დაუწუნა

18:20; 26 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

„მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” განკარგულებაში ცვლილება შევიდა

17:41; 26 დეკემბერი, 2025

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავრმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიუსამძიმრა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025
საზოგადოება

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფენ

10:54; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

10:28; 27.12.2025
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:19; 27.12.2025
პოლიტიკა

ვისთვის გახანგრძლივდა 2026 წლის 1 აპრილამდე დახმარების გაცემა

10:12; 27.12.2025
პოლიტიკა

სადამდე გახანგრძლივდა საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით სარგებლობა

10:07; 27.12.2025
სამართალი

ოჯახს 22 ძროხა მოპარეს

10:02; 27.12.2025
საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა 21 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა

9:43; 27.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მოკლე დახასიათება

9:27; 27.12.2025
ზაფრანი

როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

9:22; 27.12.2025
ზაფრანი

სიყვარულს დაბადების საათი განსაზღვრავს

9:16; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო