გენერალმა ბიძინა ივანიშვილს სამძიმარი გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების გამო. ნატო-ს კოალიციური ჯარების მხედართმთავრმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, რათა ღირსეული პატივი მიეგოს ქართველი გმირების ხსოვნას. მისივე თქმით, ყურადღება არ მოაკლდებათ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გაეწევათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ განუსაზღვრელად დიდია საქართველოს როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.