https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გოჩა თევდორაძე: “მე ჩაძირული გემი დავტოვე”

7:06; 8.06.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ ასე აფასებს ახლა უკვე ” საქართველოს პარტიოტთა ალიანსის” წევრი გოჩა თევდორაძე, ვიცე გუბერნატორის თანამდებობიდან და პარტია “ნაციონალური” მოძრაობიდან წამოსვლას.

გოჩა თევდორაძის სახელი არაერთხელ გაჟღერდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა არა დადებით კონტექსტში _ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მას მოღალატის გვირგვინს არგებენ და აცხადებენ, რომ მან გუნდი გაწირა. გოჩა თევდორაძე კი მიიჩნევს, რომ თავად ის იყო “ნაცმოძრაობის” ყველაზე ძლიერი საყრდენი ქუთაისის ოლქში, რაზეც 2004 წლიდან მოყოლებული ყველა მოგებული არჩევნები მეტყველებს. თევდორაძე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო და როგორც თავად ამბობს, ის, რომ ქუთაისი ნაციონალებისთვის ყოველთვის საუკეთესო შედეგებს დებდა, მისი დამსახურებაა.

ყოფილი ვიცე გუბერნატორი, საქართველოს პარლამენტის ორგზის მოწვევის დეპუტატია 2004-2008 წლებში და 2008-20012 წლებში. მისი გამოჩენა ქართულო პოლიტიკაში ნინო ბურჯანაძის სახელს უკავშირდება, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბურჯანაძე “ნაციონალურ მოძრაობას” გამოეყო, გოჩა თევდორაძე აქტიურად განაგრძობდა თანამშრომლობას მმართველ პარტიასთან; იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომლის ხელმძღვანელობა 2010 წელს დატოვა. მისი თქმით, არ უნდოდა ისეთ კადრებთან მუშაობა, როგორიც მაქაცარია და მისთანანი იყვნენ. როგორც ამბობს, მათთან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაიზიარებდა. თევდორაძის განცხადებით, სწორედ ასეთი კადრების დანიშვნამ მოუტანა “ნაციონალურ მოძრაობას” წაგებული 1 ოქტომბერი. თუმცა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის ნაციონალ ვახტანგ ბალავაძესთან ერთად დაინიშნა და ვიცე გუბერნატორის თანამდებობა ერგო, რომელიც რამდენიმე თვეში დატოვა და ახალ პარტიაში გადაინაცვლა, ახალი პარტია კი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია” დავით თარხან-მოურავის ხელმძღვანელობით. იგივე სახელწოდების ფრაქცია შეიქმნა ქუთაისის საკრებულოში, რომელშიც ნაციონალების უმრავლესობა გადავიდა და ამით ფრაქციამ უმრავლესობა მოიპოვა.

გოჩა თევდორაძე აღნიშნავს რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ანგარიშგასაწევი ქუთაისში, იმდენად, რამდენადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ამ ფრაქციამ შეძლო რადიკალურად შეეცვალა მდგომარეობა ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში. “გურია ნიუსი” დაინტერესდა თუ როგორ აპირებს თევდორაძე პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას და რამდენად ანგარიშ გასაწევ ძალად ითვლება პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ?

_ საკმაო ძლიერი საყრდენი ძალა იყავით “ნაციონალებისთვის”. რატომ აღარ ხართ მათთან?

_ საიმედო საყრდენი მართლაც ვიყავი მაგათთვის. იმიტომ, რომ 2003 წლის არჩევნებიც რომ ავიღოთ, რომელსაც რევოლუცია მოჰყვა, იქედან მოყოლებული _ 2003 და 2004 წლების საპრეზიდენტო და საპარლამენტო, 2006 წლის ადგილობრივი, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო , 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს შტაბის უფროსი ვიყავი ქუთაისში და ქუთაისი ყველაზე დიდი ოლქია. ეს ქალაქი ყველაზე კარგ შედეგებს დებდა. ასე რომ, საყრდენი და დასაყრდენი ნამდვილად ვიყავი.

_ ანუ თქვენი დამსახურება იყო ის, ომ ქუთაისში ნაციონალები იმარჯვებდნენ?

_ ალბათ, შტაბის დამსახურებაც არის, თან ეს არჩევნები ისე ტარდება, რომ ცენტრალურ და ადგილობრივ საარჩევნო ოლქში არც ერთი საჩივარი არ შედის. როცა ხელჩასაჭიდი არაფერია, რომ ამას მოჰყვეს საჩივარი, ჩანს რომ ნორმალურად ვატარებდით, ჰო? მაგრამ გითხრათ, 2010 წლიდან, როცა მე პარტიიდან წამოსვლა გადავწყვიტე, უკვე განსაკუთრებით კარგად ჩანდა, რომ “ნაციონალური” მოძრაობა დაემსგავსა “მოქალაქეთა კავშირს” ამან გამოიწვია რღვევა. მაქაცარიასნაირი კადრები რომ მოიყვანეს ხელისუფლებაში, რომლებსაც ცა ქუდად არ მიაჩნდათ, დედამიწა ქალამნად და არც ადამიანის, არც ქვეყნის, არც მხარის და არც ქალაქის ბედი არ აწუხებდათ და მარტო ხუშტურებს იყვნენ აყოლილი, მაშინ გამოჩნდა, სანამდე მივიდოდნენ და მივიდნენ კიდეც _ მიიღეს 1 ოქტომბერი.

ამა ყველაფერს წინაპირობები ჰქონდა _ უსამართლობის განცდა, რომელიც ადამიანებში იყო სასამართლო ხელისუფლებასთან, პროკურატურასთან დაკავშირებით. შემდეგ ციხის კადრებმა ყველაფერი ერთიანად დააგვირგვინა და გადაწყვიტა არჩევნების ბედიც.

_ ბატონო გოჩა, თქვენ დასთანხმდით ვიცეგუბერნატორის თანამდებობას მაშინ, როცა უკვე აღარ მოგწონდათ “ნაციონალური მოძრაობა”?

_ “ნაციონალური მოძრაობა” რომ არ მომწონდა, წაგებული ომის შემდეგ მაინც წავედი სამსახურში. მაგრამ ვნახე, რომ იგივე სტილში გაგრძელდა მუშაობა. მათ ვერ გამოიტანეს დასკვნები ვერც პირველი ოქტომბრიდან და ვერც მანამდელი საქმიანობიდან. ამიტომ იქ ჩემი მოღვაწეობა იყო სულ ორთვიანი თუ სამთვიანი. დავტოვე თანამდებობა და წამოვედი. თუმცა, პარტიის თავმჯდომარის პოსტი 2010 წელს დავტოვე.

_ “ნაციონალები” ამბობენ, რომ თქვენ გუნდს უღალატეთ და გემი, რომელიც იძირებოდა, მიატოვეთ.

_ მე ჩაძირული გემი არ დამიტოვებია _ ჩაძირულ გემს დატოვებ თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როცა გემი იძირებოდა, მე ვცადე მათთან დავმდგარიყავი, მაგრამ დასკვნები ვერ გამოიტანეს. ამიტომ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თვითონ. ჩაძირულ გემში გინდ დარჩი, გინდ _ არა. მე დავტოვე პარტიის თავმჯდომარეობა იმიტომ, რომ იქ ისეთი ხალხი ჰყავდათ, არ შეიძლებოდა მათთან ერთად თანამშრომლობა და იმ პასუხისმგებლობის გაზიარება, რომელიც გეკისრება ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს.

_ როგორ შეიქმნა პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”?

_ ჩვენს თანამოაზრეებთან ერთად როდესაც ვმსჯელობდით, რომ გავმიჯნოდით იმ ძალას რომელიც იგივე სტილით აგრძელებდა მუშაობას, გადავწყვიტეთ, რომ პარტია დაგვეფუძნებინა. შეიქმნა ფრაქცია და პარტია ამ სახელწოდებით. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ორგანიზაციები წყალტუბოში, ზესტაფონში და კვლავ გრძელდება პარტიის სხვადასხვა რაიონული ორგანიზაციების დაფუძნება.

_ მიიღებთ მონაწილეობას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებში?

_ რა თქმა უნდა. პარტია თანდათან ძალას იკრებს. ამის ნათელი დასტურია ის რომ, შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის რაიონში ჩვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სოსო მანჯავიძემ ხმების 13% მიიღო. ვფიქრობ ჩვენი შრომის და მუშაობის შედეგად, ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით, როგორც ადგილობრივ, ისე საპარლამენტო არჩევნებში.

_ რა პოლიტიკურ ძალა გააჩნია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”?

_ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ის ძალაა ქუთაისში, რომელმაც შეძლო, რადიკალურად შეეცვალა სიტუაცია საკრებულოს თავმჯდომარის თუ ქალაქის მერთან მიმართებაში.

საკრებულოში 11-კაციანი ფრაქციაა, ჩვენთან არიან დამოუკიდებელი დეპუტატებიც, რომელთაც სიმპათიები გააჩნიათ ჩვენი პარტიის მიმართ. ჩვენ რეალურ ძალას წარმოვადგენთ. მაგალითად _ ფრაქცია “ქართული ოცნება” საკრებულოში 5 კაცით არის წარმოდგენილი და როდესაც მერის არჩევნები იყო, იმ დღეს ერთი წევრი არ ყავდა, ჩვენც ერთი წევრი გვაკლდა. ათნი ვიყავით ჩვენ, ოთხნი _ ისინი. მერმა მიიღო 17 ხმა. ესე იგი, არიან სხვა ადამიანებიც, რომლებთანაც გაგვაჩნია საერთო შეხედულება. ცხადია, ამ ფრაქციას ხელეწიფება ქალაქში რადიკალური ცვლილებები განახორციელოს _ ჯერჯერობით, სტრუქტურულ რეორგანიზაციებზე გვაქვს საუბარი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს, რომ ქალაქის მერია არ იყოს მარტო დასაქმების ადგილი და ყვარყვარეს ციხესავით არ ჰქონდეს კარები, თუ დაკეტილია, დატეულანო. 760 თუ 780 კაცი არ უნდა იყოს მერიაში, როცა 2005 წლის მონაცემი რომ ავიღოთ, 180 კაცი მუშაობდა სულ და ესეც ბევრი იყო.

მესმის, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, ბიზნესის და ეკონომიკის განვითარება ნელი პროცესით მიდის, ამიტომ როგორმე უნდა მოვახერხოთ ბიუჯეტის გადაწყობა ისე, რომ საინვესტიციო გარემო შევქმნათ. დღეს ჩვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი _ კადრების შემცირება, ხვალ იმდენად მტკივნეული არ უნდა იყოს. უნდა შევქნათ ისეთი გარემო, რომ ყოველწლიურად სამჯერ და ოთხჯერ მეტი ადამიანი საქმდებოდეს ქალაქში, ვიდრე ამჟამად მერიიდან გამოთავისუფლდება.

_ “საქართველოს პატრიოთა ალიანსის” განცხადებას, რომ ქუთაისის მერი იქნებოდა ის, ვისაც გადაწყვეტდა ბიძინა ივანიშვილი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა კავშირში ხართ ხელისუფლებასთან და თანამშრომლობთ თუ არა მასთან?

_ ჩვენ პარტია ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს ყველა სასიკეთო წამოწყებაში ქვეყნის საკეთილდღეოდ, საგარეო პოლიტიკაში და სხვა, თუმცა, ეს არ ნიშნავს ყველაფერში მხარდაჭერას. პარტია არის ოპოზიციური იმდენად, რამდენადაც პარტიისთვის მიუღებელია ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც არის წარმოდგენილი დღეს საქართველოს პარლამენტში, თუნდაც, კოალიციის სახით _ მე არ მაქვს მხედველობაში მხოლოდ “ნაციონალური” მოძრაობა. ამის გარდა, მიუღებელია აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარკვეული მინისტრების კონკრეტულ საკითხებთან მიდგომა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა გამოვიდა ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი. ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, ასევე, სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადების თაობაზეც. ამიტომ ვამბობ _ ჩვენი პარტია არის ოპოზიციური ძალა, მაგრამ მხარს ვუჭერთ ქვეყნის პრემიერმინისტრს ყველა სასიკეთო საქმეში.

ქუთაისი არის დოტაციაზე მყოფი ქალაქი და ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ქუთაისში მეტი ტრანსფერი შემოვიდეს. ჩვენ როცა გამოვაცხადეთ, რომ მხარს დავუჭერდით მათ მიერ მხარდაჭერილ მერს, ეს იმას არ ნიშნავდა, რაიმე სახის ზეწოლას მოვახდენდით კომისიაზე. კომისიამ მართლაც კარგად იმუშავა. ჩვენს ფრაქციას შეხვედრა ჰქონდა მერობის კანდიდატთან, მივიღეთ გარკვეული პასუხები ქუთაისის სამომავლო განვითარების გეგმებთან დაკავშირებით, გავიგეთ, როგორ აპირებს მერიის სტრუქტურებთან თანამშრომლობას. გარკვეულწილად მისმა პასუხებმა დაგვაკმაყოფილა, გაჩნდა იმედი, რომ ქუთაისის ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება და მხარი დავუჭირეთ მას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, თუ მერის ხედვა შეიცვლება, არ შესრულდება მისი დაპირებები, ვიქნებით რადიკალურები.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ხელისუფლებასა და კოტე კუბლაშვილს შორის არანაირი პოლიტიკური გარიგება არ შემდგარა"

ლია მუხაშავრია: "პოლიტიკური დათმობა მართლმსაჯულებას ძალიან ცუდად შემოუბრუნდება"

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო