სესიას ქართული მხრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ესწრება.
ვენეციის კომისია კანონპროექტის განხილვას თბილისის დროით, დაახლოებით, 15:30 წუთზე დაიწყებს.
როგორც ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, კომისიას აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოსაზრებები აქვს.