საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგულარული სეზონის მე-5 ადგილზე დასრულების შემდეგ სანიკიძის გუნდს ყველა მეტოქესთან დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა, პლეი ოფში კი რაც არუნდა უცნაური იყოს ყველაზე იოლი სერია ფინალში ჰქონდა, რომელიც „სიენამ” „რომას” 4:1 მოუგო.
მანამდე კი ორივე საპლეიოფო სერია – „არმანისთან” მეოთხედფინალში და „ვარეზესთან” ნახევარფინალში 7-მატჩიან დაპირისპირებამდე მივიდა. საჩემპიონო მატჩი „სიენამ” რომში – 79:63 დაამარცხა. სანიკიძემ მხოლოდ 4 წუთს ითამაშა და 2 ქულას და 2 მოხსნა მიაყოლა. სიენელთაგან 18 ქულით საუკეთესო ბობი ბრაუნი გახლდათ, 11 დევიდ მოსის ანგარიშზეა, ხოლო მეთ ჯენინგმა საკუთარ გუნდს 10 ქულა შესძინა.
სანიკიძისთვის ეს სადებიუტო ტიტულია. მას აქამდე საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, ესტონეთში და ესპანეთში უთამაშია, მაგრამ ჩემპიონობა არასდროს მოუგია. ვიქტორისთვის ეს სეზონი ორმაგად წარმატებული გამოდგა – იტალიის ჩემპიონობამდე თებერვალში იტალიის თასიც მოიგო.