_ უმორჩილესად გთხოვთ, სანამ გადაწყდება სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირების განადგურების საკითხი, იქამდე გულდასმით იქნას ისინი შესწავლილი, რადგან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამ ფირებიდან ბევრი გამოდგება მტკიცებულებად მამაჩემის – გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში.
აგრეთვე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ და სხვა ვიდეომასალებში, რაც მომავალში, კიდევ შეიძლება აღმოჩნდეს, იყოს ე.წ. ,,ალდაგის” ფირის ორიგინალიც, რომელზედაც 2007 წლის 20 მაისს მომხდარი მამაჩემის მკვლელობაა აღბეჭდილი. როგორც საინფორმაციო საშუალებებით შევიტყვე, სწორედ 2007 წელსაა გადაღებული აღმოჩენილი ვიდეოების ნაწილი, _ აღნიშნავს შარაძე.