“2012 წელს შემოწმებები ჩატარებულია არა კონტროლის პალატის თავმჯდომარის (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის) ოფიციალური ბრძანებებითა და პროგრამით, არამედ პალატის (აუდიტის სამსახურის) წერილების საფუძველზე, თანაც პროგრამის გარეშე და სამუშაო ჯგუფის, შემოწმების პერიოდისა და ვადების და სხვა რეკვიზიტების მიუთითებლად. მიგვაჩნია, რომ ახალი მეთოდოლოგიური მიდგომების საფარქვეშ წარმოებს შემოწმების პროცესის ბუდოვანებითა და გაურკვევლობით ‘შეფუთვა” და საბოლოო ჯამში შემოწმების დანიშნულებისა და ხარისხის ნიველირება.” _ ვკითხულობთ ანგარიშში.
როგორც კომისიის შედეგად ჩატარებული მუშაობით დადგინდა, არ არის ჩატარებული შემოწმებები (კომპლექსური აუდიტი) მთელ რიგ მსხვილ მხარჯავ უწყებებსა და და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. მაგალითად, საქართველოს კონტროლის პალატის (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის) მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში კომპლექსური აუდიტი (შესაბამისობის აუდიტი) უკვე მეხუთე წელია არ ჩატარებულა.
ნოდარ ებანოიძის განცხადებით: “ამასთან იმავე უწყებებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანალიზის თემატური შემოწშებებიც 2008-2009 წლებშია განხორციელებული, ისიც კამერალური წესით და თანაც საიდუმლო გრიფით. ანალოგიური ვითარებაა სხვა რიგი სამინისტროების და უწყებების მიხედვითაც. ასე მაგალითად, 2009 წლიდან კომპლექსური ფორმით (შესაბამისობის აუდიტი) შემოწმება არ ჩატარებულა შემდეგ ობიექტებში: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია; საქართველოს უზენაესი სასამართლო; საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (ამასთან ამ უკანასკნელში ბოლო შემოწმება, ისიც ფინანსური აუდიტის სახით, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხებზე, ჩატარებულ იქნა 2010 წელს და ასეთი აუდიტის შედეგადაც შემოწმების მასალები, ჩვენი აზრით აუცილებლად მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენი შენიშვნები მოცემულია ჩვენივე დასკვნის, სააუდიტო დეპარტამენტების 2012 წლის საქმიანობათა ანგარიშების მიმოხილვის განყოფილებაში); საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატი; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო; სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციები საქართველოს მხარეებში; საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახური; საქართველოს საელჩოთა უმეტესობა; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და ა.შ.“
შემოწმებების გარეშეა დარჩენილი საქართველოს მთელი რიგი მუნიციპალიტეტები. მაგალითად, 2008-2012 წლებში აუდიტები არ არის განხორციელებული თელავის, საგარეჯოს, სენაკის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ხაშურის, წალენჯიხის, ტყიბულის, ჩოხატაურის, ნინოწმინდისა და სხვა მუნიციპალიტეტებში. ამასთან, 2012 წელს არ განხორციელებულა საქართველოს არც ერთი მუნიციპალიტეტის (გარდა აჭარის რეგიონში განთავსებული მუნიციპალიტეტებისა, რომლებსაც ამოწმებს ამ ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის სამსახური) შესაბამისობის აუდიტი.
ამასთან, ჩატარებული აუდიტების სტატისტიკიდან გამომდინარე ძირითადად განხორციელებულია ფინანსური და არა შესაბამისობის აუდიტები.”