"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაკავებას შს სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ნუგზარ კალავრიშვილი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი, ხოლო მერაბ ბადაგიძე დაკავებულია 260-ე მუხლით, რომელიც ნარკოტიკების შეძენა შენახვას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.