ლანჩხუთში ამ დროისათვის 12, 538 ამომრჩეველია დაფიქსირებული.
ლანჩხუთის #61 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, თამარ ბისიეშვილის განცხადებით, ლანჩხუთში არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
"ამ დროისათვის, ჩვენს საოლქოში მხოლოდ ერთი საჩივარით მოგვმართეს დილის 10 საათსა და 45 წუთზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ #01 "აგარაკის" უბანზე "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებს ფოტოს გადაღების საშუალება არ მისცეს. ეს პრობლემა აღმოფხვრილია, სხვა საჩივრით ჯერ ჩვენთვის, ოფიციალურად არავის მოუმართავს", _ გვითხრა მდივანმა.


































































