ამ წუთებში, "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში, ზურაბ ჭიაბერაშვილი აქტივისტების – ნუგზარ მკალავიშვილისა და მერაბ ბადაგაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრები პოლიციის მხრიდან ზეწოლას განიცდიან.
"ნუგზარ მკალავიშვილისა და მერაბ ბადაგაძის ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვენთვის და ოჯახისთვისაც უცნობი იყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ჟურნალისტებს ვთხოვეთ დაგვხმარებოდნენ მათი ადგილსამყოფელის დადგენაში, შსს-მ გაავრცელა აბსურდული განცხადება. მინდა ვთქვა, რომ ეს ორი ადამიანი და მათი ოჯახის წევრები, საოცრად დიდი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ იმყოფებიან."
"გურია ნიუსის" კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებენ შსს-ს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც პარტიის აქტივისტები ნარკოტიკების მოხმარებისა და შენახვის ფაქტზე დააკავეს, პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არაერთი მსგავსი განცხადება მოუსმენიათ.
"ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ოჯახი არის საოცრად დაშინებული და ჩვენც გვთხოვს, რომ ამაზე არ ავტეხოთ ხმაური. რადგან საოცარ ზეწოლას განიცდიან პოლიციის მხრიდან.
ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ალტერნატიულ ექსპერტიზას."


































































