დღეს, დილის საათებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში ავარია მოხდა.
"მერსედესი", რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა, საქართველოს მოქალაქეს დაეჯახა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ავარია აზერბაიჯანის მოქალაქის დაუდევრობით მოხდა და ბრალეულობაც მისი იკევეთება. ის ოჯახთან ერთად ურეკში დასასვენებლად მიემგზავრებოდა. დაშავებულია მძღოლი და ორი შვილი.
რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც ჯიპს მართავდა, დაზიანება მისმა მეუღლემ მიიღო.
ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულები მკურნალობას ექვემდებარებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


































































